Jump to content

Bitcoin-ის კურსი დაეცა


Recommended Posts

როდესაც კრიპტოვალუტები ჯერ კიდევ პოპულარობის მოპოვების ეტაპზე იყო, ბევრი მომხრე მათ მიიჩნევდა დამცავ აქტივებად გლობალური ეკონომიკური რყევების დროს. მიმდინარე კრიზისის პირობებში ყველაზე მეტად გავრცელებული კრიპტოვალუტები ამ იმედს ვერ ამართლებენ: მათი კურსი სწრაფად ეცემა ინვესტორების პანიკის ფონზე. 

image.jpeg 

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის აფეთქების საწყის ეტაპზე დაინახა მასში პანდემიის ნიშნები, შესაბამისმა განცხადებებმა გააღრმავა საფონდო ინდექსების ვარდნის ის პროცესი, რომელიც შეინიშნებოდა ბოლო დღეებში ნავთობზე ფასის შემცირების შემდეგ. Bitcoin-ის კურსი ბოლო დღე-ღამეში 23%-ით შემცირდა, რაც გარკვეული მოსაზრებით ადასტურებს მის სპეკულაციური აქტივის სტატუსს. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში Bitcoin-ს ღირებულების დაახლოებით 30% მოაკლდა, კურსის დღიური კლება კი უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე ყველაზე დიდი იყო. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Coindesk 

პოპულარობისა და გავრცელების მხრივ მეორე კრიპტოვალუტა Ethereum-ის ფასი 27%-ით შემცირდა, მესამე - XRP-ს კი მოაკლდა ღირებულების 21 %. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კრიპტოქომიუნითის ფარგლებს გარეთ ცოტა თუ მიიჩნევს ამ ტიპის აქტივეს „ციფრულ ოქროდ“. თებერვლის შუა რიცხვებამდე Bitcoin-ის ფასი იზრდებოდა მაისის ჰალვინგთან დაკავშირებული მოლოდინებით. ამ პერიოდის ყველა მიღწევა ბაზარზე არსებული პანიკის გამო ჩამოიშალა. მოცემული სიტუაცია გვიჩვენებს, რომ ჯერჯერობით კრიპტოვალუტები სპეკულაციურ ინსტრუმენტებად რჩება, რომელთა გამოყენება კრიტიკულ პერიოდებში ინვესტიციების დაცვისთვის არ შეიძლება. 

 

Link to comment
Share on other sites

მინიმუმი 4000$ ფარგლებში იყო ღამით, ეთერეუმი მთლათ 88$ დაეცა მცირე დროით, მერე ბიტკოინი გაიზარდა 5700$-მდე, ეთერეუმი კი 140$, ეხლა ბიტკოინი 5000$ ფარგლებში მერყეობს ეთერეუმი კი 120$, ეგეთი როლერ კოსტერი ფასების დიდხანს გაგრძელდესო შეიძლება სანამ კორონავირუსის პრობლემა არ მოგვარდება მსოფლიო მაშტაბით, ჰალვინგიც იმოქმედებსო ბიტკოინის ფასზე რომელიც მაისისთვის არის დაგეგმილი, აქამდე რამდენჯერაც განხორციელდა ბიტკოინის ჰალვინგი მაგის შემდგომ პერიოდში საკმაოთ გაიზარდა ფასი, დრო ჭირდება უბრალოთ გარკვეული 1-1.5 წელი დაახლოებით, ინფლიაცია ეცემა და თითოეული კოინის მაინინგი უფრო ფასობს, ამიტომ ეგეთ ვითარებაში უფრო ადვილია ფასის გაზრდა ვიდრე როცა ორჯერ უფრო ბევრი კოინები მაინინგდება საშვალოთ, კორონავირუსს არ ვიცი როდისთვის დაამარცხებენ, მაგრამ ფასის გაზრდა ალბათ მაგის გარეშეც შესაძლებელია რამდენიმე თვეში უკვე, ნუ მინიმუმ 10000$ ფარგლებში ალბათ ჰალვინგის შემდეგ, ეგრევე თუ არა რამდენიმე თვის შემდეგ, რა მოხდება სხვა ბაზრებზე ალბათ ეგეც იმოქმედებს შემდგომ ინვესტიციებზე კრიპტობაზარზე, ეხლა უბრალოთ პანიკაა დაწყებული კორონავირუსის გამო

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.