Jump to content

ბატარეაზე მომუშავე უსადენო მონიტორი AirView სმარტფონებისა და ლეპტოპებისთვის


Recommended Posts

ქრაუდფანდინგის პლატფორმა Kickstarter-ზე წარმატებით დებიუტირებს პორტატული მონიტორი AirView-ს პროექტი, რომელიც განკუთვნილია ლეპტოპებსა და სმარტფონებთან გამოყენებისთვის. 

image.jpeg 

მოწყობილობით შესაძლებელია სიგნალის წყაროსთან მონაცემთა გაცვლა უსადენო და სადენიანი კავშირით. კერძოდ, ხელმისაწვდომია Wi-Fi 5 ადაპტერი, რომელიც მოქმედებს 2.4-და 5 გჰც სიხშირულ დიაპაზონში. მონიტორში წარმოდგენილია Miracast და AirPlay მხარდაჭერა. გარდა ამისა, გათვალისწინებულია HDMI და USB Type-C ინტერფეისები. 

image.jpeg 

მონიტორს აქვს ინტეგრირებული სტერეოდინამიკები და ყურსასმენის 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი. კვებას უზრუნველყოფს 10 500 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რომელიც დაახლოები 4 საათს ძლებს. 

image.jpeg 

AirView გამოვა ორ მოდიფიკაციად -  15.6-და 13.3-დუიმიანი მოდელები. ორივე მათგანს ექნება 1920 × 1080 პიქსელი გაფართოება (Full HD ფორმატი), კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცი. მხარდაჭერილია სენსორული მართვა. 

უფროსი მოდელის სიკაშკაშის მაჩვენებელია 250 კდ/2 . მხარდაჭერილია 98%-იანი sRGB ფერთა გამა. მოწყობილობა იწონის 1080 გრამს, მისი ზომებია 352 × 228 × 9,4 მმ. 

image.jpeg 

უმცროსი მოდელის სიკაშკაშის მაჩვენებელი 300 კდ/მ2 -ს შეადგენს. sRGB ფერთა გამა 100%-იანია. ამ ვერსიის ზომა 310 × 200 × 9,4  მილიმეტრია, წონა - 850 გრამი. 

მონიტორის ფასი 330 აშშ დოლარიდან იწყება. შეკვეთების მიწოდება დაიწყება მიმდინარე წლის მაისიდან. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.