Jump to content

Mountain Everest: უჩვეული გეიმინგ კლავიატურა მოდულური კონსტრუქციით


Recommended Posts

წინასწარი შეკვეთების გასაფორმებლად უკვე ხელმისაწვდომია უჩვეულო დიზაინის კლავიატურა Mountain Everest, რომელიც პირველ რიგში განკუთვნილია ვიდეოთამაშების მოყვარუთათვის. ახალი კლავიატურის გასაყიდი ფასი დაახლოებით 90 აშშ დოლარია. 

image.jpeg 

მოწყობილობის მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელი მოდულური კონსტრუქციაა. საბაზისო მოდიფიკაცია Core Version გახლავთ კომპაქტური კლავიატურა, რომელსაც არ აქვს ციფრული ღილაკების ბლოკი მარჯვენა ნაწილში. 

image.jpeg 

Max Version ვარიანტის შეძენისას კი მომხმარებლის განკარგულებაშ იქნება დამატებითი დაკავშირებადი მოდულები, კერძოდ, ეს გახლავთ ციფრული ღილაკების ბლოკი. ამასთან, კლავიატურის ზედა ნაწილში განთავსებულია რეგულირებადი ღილაკები მინი-დისპლეებით. 

image.jpeg 

გარდა ამისა, შესაძლებელია კლავიატურას დაუკავშირდეს Display Dial ეკრანის მქონე მულტიმედია ბლოკი Media Dock, რომელიც მართვის რგოლის ფუნქციას ასრულებს. და ბოლოს, მომხმარებლები შეძებენ ისარგებლონ ხელის მტევნის კომფორტულად განავსების საშუალებით - Magnetic Palm Rest. 

image.jpeg 

კლავიატურას აქვს მრავალფეროვანი განათების მქონე  მექანიკური გადამრთველები Cherry MX.  ფუნქცია Full USB N-Key Rollover უზრუნველყოფს რამდენიმე ღილაკზე ერთდროულად დაჭერის კორექტულ ამოცნობას. 

სხვა მახასიათებლებს შორის შეგვიძლია ვახსენო USB 3.2 Gen 1 Type-A ჰაბი. დაკავშირებისთვის გამოიყენება მოხსნადი სადენი USB Type-C.  

image.jpeg 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.