Magdalena Posted March 4, 2020 Share Posted March 4, 2020 გერმანიის ფინანსური ზედამხედველობის ფედერალურმა ორგანომ (BaFin) მოახდინა ციფრული აქტივების, როგორც ფინანსური ინსტრუმენტების კლასიფიცირება - გვაცნობებს Finance Magnates. ფინანსური მარეგულირებლის თანახმად, ვირტუალური ვალუტები გახლავთ: „ციფრული ფასეულობა, რომელიც არ იქნა გაცემული ან გარანტირებული რომელიმე ცენტრალური ბანკის ან სამთავრობო სააგენტოს მიერ და არ არის დაკავშირებული კანონით განსაზღვრულ ვალუტასთან, რომელსაც არ აქვს ვალუტის ან ფულის სამართლებრივი სტატუსი, მაგრამ მიიღება ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, როგორც გაცვლითი საშუალება. შესაძლებელია მისი გადაცემა, შენახვა ან ვაჭრობა ელექტრონულად“. მარეგულირებელმა ორგანომ განმარტა, რომ რამდენიმე ორგანიზაციის, მათ შორის ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ფინანსური ზომების შემმუშავებელი გუნდის შემთხვევაში კრიპტოვალუტის განსაზღვრება ნაწილობრივ ერთმანეთს ემთხვევა. ეს გახდა ციფრული აქტივების, როგორც ფინანსური ინსტრუმენტის კლასიფიცირების საფუძველი. BaFin აღნიშნავს, რომ ამ დრომდე კრიპტოვალუტები არ მოხვედრილა მის არც ერთ კლასიფიკაციაში. მარეგულირებელმა ორგანომ იანვარში გაამკაცრა ბრძოლა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად. BaFin-მა ბრძანება მისცა კრიპტოსავალუტო სერვისების მქონე კომპანიებს - მიეღოთ საქმიანობის ლიცენზია. ასევე აღსანიშნავია, რომ მარეგულირებელი ორგანო არ აპირებს დასაჯოს ის კომპანიები, რომლებიც მსგავს მომსახურებას გვთავაზობენ: მათ შეუძლიათ ლიცენზიის მიღების სურვილი გამოხატონ 31 მარტამდე და განაცხადი შეიტანონ 30 ნოემბრისთვის. გერმანიის ხელისუფლებას უკვე მიღებული აქვს კანონი, რომელიც ბანკებს ნებას რთავს შეიძინონ და გაყიდონ კრიპტოვალუტა. ორმოცზე მეტმა ფინანსურმა დაწესებულებამ უკვე გამოხატა ინტერესი, რომ მიიღონ BaFin-ის ნებართვა ციფრული აქტივების შენახვისთვის. რაც შეეხება კრიპტოსავალუტო ბირჟა Binance-სთან დაკავშირებულ სიახლეს, ცნობილი გახდა, რომ განხორციელდა ბირჟის პირველი პირდაპირი ინტეგრაცია ბანკთან. პლატფორმის პარტნიორი გახდა თურქული ბანკი Akbank. მომხმარებლებს ამიერიდან შეეძლებათ მოახდინონ აქტივების შეტანა-გამოტანა თურქულ ლირაში. Binance-ში აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ პარტნიორების ძიებას, რათა უზრუნველყონ კრიპტოვალუტებზე სწრაფი და უსაფრთხო წვდომა მთელ მსოფლიოში. კვლევის თანახმად, თურქეთის ყოველი მეხუთე მცხოვრები იყენებს ან ფლობს კრიპტოვალუტას. შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ Binance-მა დაამტა ჰონგკონგური დოლარის მხარდაჭერა და გააფართოვა ბარათების მეშვეობით Bitcoin-ის შესაძენად საჭირო ფიატური ვალუტების ჩამონათვალი. https://forklog.com/regulyator-germanii-priznal-kriptovalyuty-finansovymi-instrumentami/ https://forklog.com/binance-obyavila-o-pervoj-pryamoj-integratsii-s-bankom/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.