Jump to content

გერმანიის მარეგულირებელმა ორგანომ კრიპტოვალუტები ფინანსურ ინსტრუმენტად აღიარა, Binance-მა კი ბანკთან პირველი პირდაპირი ინტეგრაციის შესახებ განაცხადა


Recommended Posts

image.jpeg

გერმანიის ფინანსური ზედამხედველობის ფედერალურმა ორგანომ (BaFin) მოახდინა ციფრული აქტივების, როგორც ფინანსური ინსტრუმენტების კლასიფიცირება - გვაცნობებს Finance Magnates. 

ფინანსური მარეგულირებლის თანახმად, ვირტუალური ვალუტები გახლავთ:  

„ციფრული ფასეულობა, რომელიც არ იქნა გაცემული ან გარანტირებული რომელიმე ცენტრალური ბანკის ან სამთავრობო სააგენტოს მიერ და არ არის დაკავშირებული კანონით განსაზღვრულ ვალუტასთან, რომელსაც არ აქვს ვალუტის ან ფულის სამართლებრივი სტატუსი, მაგრამ მიიღება ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, როგორც გაცვლითი საშუალება. შესაძლებელია მისი გადაცემა, შენახვა ან ვაჭრობა ელექტრონულად“. 

მარეგულირებელმა ორგანომ განმარტა, რომ რამდენიმე ორგანიზაციის, მათ შორის ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ფინანსური ზომების შემმუშავებელი გუნდის შემთხვევაში კრიპტოვალუტის განსაზღვრება ნაწილობრივ ერთმანეთს ემთხვევა. ეს გახდა ციფრული აქტივების, როგორც ფინანსური ინსტრუმენტის კლასიფიცირების საფუძველი. 

BaFin აღნიშნავს, რომ ამ დრომდე კრიპტოვალუტები არ მოხვედრილა მის არც ერთ კლასიფიკაციაში. 

მარეგულირებელმა ორგანომ იანვარში გაამკაცრა ბრძლა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ევროკავშირის დირექივების შესაბამისად. BaFin-მა ბრძანება მისცა კრიპტოსავალუტო სერვისების მქონე კომპანიებს - მიეღოთ საქმიანობის ლიცენზია. ასევე აღსანიშნავია, რომ მარეგულირებელი ორგანო არ აპირებს დასაჯოს ის კომპანიები, რომლებიც მსგავს მომსახურებას გვთავაზობენ: მათ შეუძლიათ ლიცენზიის მიღების სურვილი გამოხატონ 31 მარტამდე და განაცხადი შეიტანონ 30 ნოემბრისთვის.  

გერმანიის ხელისუფლებას უკვე მიებული აქვს კანონი, რომელიც ბანკებს ნებას რთავს შეიძინონ და გაყიდონ კრიპტოვალუტა. ორმოცზე მეტმა ფინანსურმა დაწესებულებამ უკვე გამოხატა ინტერესი, რომ მიიღონ BaFin-ის ნებართვა ციფრული აქტივების შენახვისთვის. 

რაც შეეხება კრიპტოსავალუტო ბირჟა Binance-სთან დაკავშირებულ სიახლეს, ცნობილი გახდა, რომ განხორციელდა ბირჟის პირველი პირდაპირი ინტეგრაცია ბანკთან. 

image.png 

პლატფორმის პარტნიორი გახდა თურქული ბანკი Akbank. 

მომხმარებლებს ამიერიდან შეეძლებათ მოახდინონ აქტივების შეტანა-გამოტანა თურქულ ლირაში. 

Binance-ში აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ პარტნიორების ძიებას, რათა უზრუნველყონ კრიპტოვალუტებზე სწრაფი და უსაფრთხო წვდომა მთელ მსოფლიოში. 

კვლევის თანახმად, თურქეთის ყოველი მეხუთე მცხოვრები იყენებს ან ფლობს კრიპტოვალუტას 

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ Binance-მა დაამტა ჰონკონგური დოლარის მხარდაჭერა და გააფართოვა ბარათების მეშვეობით Bitcoin-ის შესაძენად საჭირო ფიატური ვალუტების ჩამონათვალი. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.