Jump to content

მობილური NVIDIA GeForce RTX Super 10–15 %-ით უფრო მაღალი წარმადობის იქნება ორიგინალ მოდელებთან შედარებით


Recommended Posts

გავრცელებული ცნობების თანახმად კომპანია NVIDIA სულ მალე, 23 მარტს წარადგენს Turing-პროცესორებზე არსებული მობილური ვიდეო ბარათების განახლებულ სერიას. ინტენეტში გამოქვეყნა სლაიდი კომპანიის პრეზენტაციიდან, რომელზეც მოცემულია ინფორმაცია სამომავლო მობილური GeForce RTX Super ბარათების წარმადობის შესახებ. 

image.jpeg 

წარმოდგენილ სლაიდზე ნახსენებია NVIDIA Super-სერიის მხოლოდ ორი მობილური ვიდეო ბარათი - GeForce RTX 2070 Super და RTX 2080 Super. თუმცა ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ NVIDIA მხოლოდ ამ ორ ბარათს წარადგენს. სლაიდზე შეიმჩნევა ახალი ამაჩქარებელი GeForce GTX 1650 Ti, რომლის მზადების შესახე ცნობები ამ დრომდეც არსებობდა. ჯამში, როგორც ჩანს, NVIDIA Turing-ჩიპებზე არსებულ მთელ მობილურ სერიას განაახლებს. 

კომპანია ტრადიციულად არ ასახელებს ვიდეო ბარათების წარმადობის ამსახველ კონკრეტულ ციფრებს, მხოლოდ მიგვითითებს შედარებით წარმადობაზე. როგორც ჩანს, ახალი GeForce GTX 1650 Ti დაახლოებით 10%-ით მაღალი წარმადობის იქნება სტანდარტულ GeForce GTX 1650-სთან შედარებით და 90%-ით მეტი - ეტალონური GeForce GTX 1050-ის მაჩვენებელზე. 

image.jpeg 

GeForce RTX 2070 Super-იც ასევე დაახლოებით 10%-ით მაღალი წარმადობის იქნება ჩვეულებრივ GeForce RTX 2070 ბარათთან შედარებით. ახალი მობილური ფლაგმანი  - GeForce RTX 2080 Super კი GeForce RTX 2070 Super-ზე 15%-ით მეტი წარმადობის იქნება. სლაიდზე მოცემულ დიაგრამაზე მობილური GeForce RTX 2080 არ არის წარმოდგენილი - სავარაუდოდ იმის გამო, რომ იგი დაახლოებით იმავე დონეზე იმყოფება, რომელზეც GeForce RTX 2070 Super. 

დიდი ალბათობით NVIDIA-ს ახალი მობილური ვიდეო ბარათები აგებული იქნება იმავე გრაფიკულ პროცესორებზე, რომლებზეც მათი დესკტოპ-ანალოგები, თუმცა მობილური ვერსიები გაცილებით დაბალ სიხშირეებზე იმუშავებს. GeForce RTX 2070 Super ბარათის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნება ჩიპი Turing TU104 – 2560 CUDA-ბირთვით, GeForce RTX 2080 Super-ში კი ვიხილავთ Turing TU104 ჩიპს 3072 CUDA-ბირთვით. 

Link to comment
Share on other sites

ნუ RTX ორნაირი არის ისედაც გამოსული ნოუტბუკებისთვის, MAX-Q და მაგის გარეშე, რომელიც პირველზე 7-8% მძლავრია საშვალოთ ერთიდაიგივე მოდელზე, ალბათ სუპერზეც ეგრე იქნება, MaX-Q და სტანდარტული, რომელიც უფრო ცხელიცაა და სწრაფიც MAX-Q-ზე ნაგრუზკაზე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.