Jump to content

AMD-ის პროცესორებმა MindFactory-ის თებერვლის სტატისტიკაში 87% დაიკავა


Recommended Posts

სტატისტიკური ანალიზის ცნობილმა ენთუზიასტმა  Ingebor-მა გამოაქვეყნა გერმანული ინტერნეტ-მაღაზია MindFactory-ს მიერ შეჯამებული თებერვლის შედეგები. ხსენებული მაღაზია გახლავთ ერთ-ერთი სავარო წერტილი, რომელიც არ მალავს საკუთარ სტატისტიკას, ამიტომაც შესაბამისი მონაცემები რეგულარულად ხდება ცნობილი საჯაროდ. 

image.png 

მაღაზიის საფასო პოლიტიკა ხელს უწყობს იმას, რომ გერმანიაში მომხმარებლები უფრო მეტად ყიდულობენ AMD-ის პროდუქციას, შესაბამისად, სტატისტიკაში ასეთი გადახრა მის სასარგებლოდ შესამჩნევია. კერძოდ, თებერვალში AMD-ის პროცესორებმა შეადგინეს გაყიდვების 87%, Intel-ის პროცესორების წილი კი შესაბამისად გამოვიდა დანარჩენი 13%. 

image.png 

უნდა აღინიშნოს, რომ პროცესორების გაყიდვების მოცულობა მცირდება, თუმცა ჯერჯერობით ეს ტრენდი შეესაბამება სეზონურ აქტივობას. AMD-ის შემოსავლების წილმა 83% შეადგინა -  ერთი პროცენტით მეტი იანვართან შედარებით. 

image.jpeg 
 

საინტერესოა ის ფაქტი, რომ AMD-ის პროცესორების რეალიზაციის საშუალო ფასი ინტერნეტ-მაღაზიაში გასული წლის იანვართან შედარებით 13.7%-ით გაიზარდა, ხოლო შემდგომ შემცირდა 5.2%-ით. Intel-ის პროცესორების საშუალო ფასი კი გასული წლის იანვრიდან მოყოლებული მხოლოდ იკლებდა, თუმცა დეკემბერში შეინიშნა მცირე ცვლილება. 

აქვე შეგახსენებთ, რომ Mercury Research-ის ვერსიით გასული წლის მეოხე კვარტალში დესკტოპ პროცესორების ბაზარზე AMD-ის წილი არ აღემატებოდა 18.3%-ს. MindFactory-ის სტატისტიკა მოცემულ შემთხვევაში არის ექსტრემალური შემთხვევა, რომელიც არ აჩვენებს მსოფლიო ბაზრისთვის დამახასიათებელ სურათს. 

Link to comment
Share on other sites

მასეთი დიდი სხვაობა იმიტომაა რომ MindFactory ძირითადათ ამდ აწყობს სისტემებს + მანდ ძირითადათ ევროპული ბაზარი შედის და არა მთელი მსოფლიო + მანდ არ შედის OEM-გოს-კოპრორაციული სექტორები, მანდ კი საკმაოთ დიდია ჯერ კიდევ ინტელის წილი დაჟე მეინსტრიმ პროცესორებში, ანუ mercury research უფრო ახლოს იყოს შეიძლება რეალობასთან ვიდრე Mindfactory, ისე კი ამ ჩარტის უფრო დაიჯერება მსოფლიო მაშტაბით ბოლო წლის გაყიდვებს კარგათ ასახავს უფრო როგორც პროცესორებში ასევე ვიდეოკარტებშიც:

UlFhDfS.png

აქვს ამ ეტაპზე ამდ უპირატესობა გაყიდვებში მაგრამ ისეთი დიდი არა როგორც mindfactor, ასე 20-25% წინ იქნებიან ალბათ მსოფლიო მაღაზიების გაყიდვებით, ეგ როცა ფასებში სხვაობა ხშირათ ლამის ორმაგია, მაგრამ OEM-გოს-კორპორაციული სექტორების გაყიდვების რიცხვი ეგეთ ჩარტებში არ შედის, მანდ კი ამდ ეგრე კარგათ ჯერ ვერ უბერავს როგორც ინტელი და ძალზე დიდი ფულიც კეთდება თან მანდ, იმაზე მეტი ვიდრე ამაზონზე და სხვა ეგეთ მაღაზიებში, ზოგადათ ამ ეტაპზე ინტელი ყველაზე ცოტა პროცესორებს მაღაზიებისთვის იმეტებს მსოფლიო მაშტაბით დეფიციტის გამო, დანარჩენი პასტავკები ძირითადათ მიდის OEM-გოს-კორპორაციულ ზაკაზებში რომლის რიცხვი ძალზე დიდია ეხლაც კი და საკმაოთ დიდ ინტელის ჯამურ მოგებას შეადგენს ამ ეტაპზე, როგორც სასერვერო და მობილური სექტორი სადაც ძალზე დიდი დომინაციაა ინტელის პროცესორების, გვპირდებიან მაგ დეფიციტის გამოსწორებას, მაგრამ როდისთვის მოხდება ეგ არავინ არ იცის, მალე 10000 სერიის რეფრეში უნდა გამოვიდეს და იქნება მანდ მაინც ეშველოთ რამე დეფიციტის მხრივ, ისე ნანახი მაქვს მე 2019 წლის ფინანსური ატჩიოტები ამდ და ინტელის ვინ რამდენი მილიარდი გააკეთა მთლიან ჯამში, რა თქმა უნდა მანდ მარტო პროცესორები არ შედიან, ამდ მაგალითად GPU-კონსოლის ჩიპებიც შედის და კიდე რაღაც მელკი დახოდები, ინტელში კი სსდ და სხვა სერვისები სერვერებთან დაკავშირებული და კორპორაციულ-გოსუჩრეჟდენიებთან, მოკლეთ AMD ბოლო წარმატებების მიუხედავათ მაინც 4.5-ჯერ უკან ყოფილა ჯამური მოგებით, ანუ ინტელი აკეთებს ერთ კვარტალში (4 თვეში) ამ ეტაპზე უფრო მეტს ვიდრე ამდ მთელი წლის მანძილზე, რა თქმა უნდა მაგ პაკაზატელებზე ძალიან მოქმედებს ფასებიც, ყველას მოეხსენება რომ ინტელი საკმაოთ მეძვირეა, ამდ კი მაქსიმალურათ იაფათ ყიდის ამ ეტაპზე ყველაფერს, ხო ისე ინტელს OEM-გოს-კორპირაციული დასტავკების გარდა რომელშიც საკმაოთ სერიოზული დიდი ბრენდები შედიან და შტატების მთავრობის დიდი ნაწილი ამ ეტაპზე ინტელს ძალზე დიდი მაყუთი შესდის სასერვერო სექტორიდან, ყოველთვის წინ აყენებს ინტელი მაგ სექტორს და ექსტრიმალურ სექტორს არასდროს დაუთმობს მაგდენ ყურადღებას და არც აპირებენ ჯერ პროცესორების ბირთვების რაოდენობის გაზრდას როგორც ეგ ამდ გააკეთა მაგ სერიაზე, მარტო ქსეონებზეა 56+ ბირთვიანი მოდელები ჯერ, თუმცა ალბათ 28-32 ბირთვზე მაინც გადავლენ შემდეგ სერიაზე უკვე, რაც შეეხება 14 ნანომეტრს კი უკან არიან მაგრამ ჯერ-ჯერობით მაინც ქაჩავენ მაგ ტეხპროცესზე, მანდ ისევ ფასებია მთავარი მაჩვენებელი, მონოლითურ პროცესორს თავისი პლიუსები აქვს ჩიპლეტს რასაც ამდ იყენებს თავისი, როგორც მინუსები, ზოგადათ ეხლანდელი 14 ნანომეტრი ამდ 10 ნანომეტრზე ოდნავ უფრო მცირეა ზომაში, 7 რეალური ნანო აჯობებს უკვე ამდ, რომელიც ჯერ არ გამოუშვიათ, 3000 სერიის რიზენი 7 ნანომეტრზეა და ხმარობს აგრეთვე 10-12 ნანოს, მთლიანათ 7 არაა აწყობილი, ანუ ინტელის 10 ნანო თუ ჩამორჩა მარტო ამდ 5 თან არც ისე დიდი იქნება ჩამორჩენა, 7 ნანომეტრი კი ამდ 5 მცირე ზომის იქნება, ზოგადათ მონოლითური პროცესორის დაბალ ტეხპროცესზე გადაყვანა უფრო რთულია ვიდრე ჩიპლეტის რომელზეც სრაზუ რამდენიმე ჩიპია გაერთიანებული და ბირთვების რაოდენობის გაორმაგებაც უფრო ადვილი ყოფილა, მაგრამ რაზგონის პოტენციალიც უფრო მცირე ქონია ეგეთზე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.