Jump to content

Tesla იმარაგებს Model Y ელექტრომობილებს, რათა მიწოდებები შეასრულოს უახლოესი ორი კვირის განმავლობაში


Recommended Posts

Tesla-მ დაიწყო შეტყობინებების გაგზავნა იმ მომხმარებლებთან, რომელთაც დარეზერვებული აქვთ ახალი ელექტრომობილი Tesla Model Y. შეტყობინებაში კომპანია ითხოვს, რომ მომხმარებლებმა დაასრულონ შეკვეთა და დაადასტურონ, რომ მზად არიან ელექტრომობილის მიღებისთვის. 

image.jpeg 

რესურს Insideevs-მა აღმოაჩინა აასობით Tesla Model Y ელექტრო ქროსოვერი ფრიმონტში არსებული Tesla-ს ქარხნის ავტოსადგომზე, რაც ადასტურებს კომპანიის მზადებას - უახლოეს მომავალში მოახდინოს ელექტროობილების უზარმაზარი ნაკადის ტრანსპორტირება მომხმარებლების მისამართით. 

ცნობილია, რომ Tesla თავდაპირველად დაიწყებს Tesla Model Y ელქტრომობილის გაცილებით ძირადღირებული ვერსიის - Performance-ის მიწოდებას, შედარებით ხელმისაწვდომი მოდელები კი გაყიდვაში ოდნავ მოგვიანებით გამოჩნდება. სწორედ ასეთივე მიდგომა გამოიყენა კომპანიამ Model 3-ის რელიზაციისას: თავდაპირველად აქცენტი გააკეთა ელექტრომობილის უფრო ძვირადღირებულ კონფიგურაციაზე. 

image.jpeg 

Tesla Model Y ზომით Model 3-ზე დაახლოებით 10%-ით დიდია და 75% მისი მსგავსი შემადგენელი კომპონენტები გააჩნია. 

Model Y Performance-ს 450 კილომეტრიანი გავლის მარაგი აქვს და 100 კმ/სთ სიქარის განვითარებისთვის 3.5 წამი სჭირდება. ელექტრო ქროსოვერს სახურავზე პანორამული ლუქი აქვს. აგრეთვე ცნობილია, რომ ხელმისაწვდომი გახდება Model Y-ის შვიდადგილიანი კონფიგურაცია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.