Jump to content

AMD-ის დესკტოპ პროცესორები Zen 4 არქიტექტურით მომდევნო წელს გამოვა


Recommended Posts

გერმანული ვებ-გვერდ PC Games Hardware-ის წარმომადგენლებმა გამოქვეყნეს Intel-ისა და AMD-ის სამომავლო ილუსტრირებული გეგმები. თუკი არ ჩავთვლით მობილურ სეგმენტში 7-ნანომეტრიანი Ryzen 4000-ის გამოსვლას მიმდინარე კვარტალში, ამა წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება Ryzen 4000  სერიის, Zen 3 არქიტექტურის მქონე 7-ნანომეტრიანი დესკტოპ პროცესორების ანონსი, რომლებიც განკუთვნილი იქნება Socket AM4-ის მქონე დედა დაფებისთვის. 

GetImage.ashx?&WOPIsrc=https%3A%2F%2Fove 

მათ შთამომავალი, Zen 4 არქიტექტურის მქონე პროცესორების შესახებ ცნობილია, რომ ისინი წარმოებული იქნება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, DDR5 სტანდარტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს Socket AM4-თან თავსებადობას. მათი გამოსვლის თარიღს რაც შეეხება, გერმანელი ექსპერტები 2021 წლის პირველ კვარტალს ასახელებენ. 

image.png 

Intel-ან დაკავშირებული ვითარება ასეთია: მიმდინარე კვარტალში მოხდა ლეპტოპებისთვის განკუთვნილი 10-ნანომეტრიანი Tiger Lake-U პროცესორების წარდგენა, მომდევნო კვარტალში უნდა გამოვიდეს 14-ნანომეტრიანი Comet Lake-S პროცესორები დესკტოპ სისტემებისთვის LGA 1200 შესრულებით, აგრეთვე Comet Lake-H სერია - გეიმინგ ლეპტოპებისთვის. მესამე კვარტლისთვის მოსალოდნელია 14-ნანომეტრიანი Rocket Lake-U პროცესორების გამოსვლა, რომლებსაც მსავსება ექნებათ Tiger Lake-U სერიის წარმომადგენლებთან, კერძოდ, მა ექნებათ იდენტური არქიტექტურა - Willow Cove 

14-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე მიგრაცია საჭირო გახდა უფრო მაღალი ტაქტის სიხშირეების მისაღწევად -  Intel-ის 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი მას ვერ უზრუნველყოფს სასიცოცხლო ციკლის ამჟამინდელ ეტაპზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.