Jump to content

Carbon 1 Mark II: მსოფლიოში პირველი სმარტფონი ნახშირბადის ბოჭკოვანას კორპუსით


Recommended Posts

კომპანია Carbon Mobile-მა დააანონსა საინტერესო მოწყობილობა - სმარტფონი Carbon 1 Mark II. კომპანია ამტკიცებს, რომ ეს გახლავთ მსოფლიოში პირველი ფიჭური აპარატი, რომლის კორპუსი დამზადებულია განსაკუთრებული ტექნოლოგიით - ნახშირბადი ბოჭკოების გამოყენებით. 

image.jpeg 

გამოყენებულია მეთოდი, სახელად HyRECM (Hybrid Radio Enabled Composite Materials). მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: ნახშირბადის ბოჭკოები ერთმანეთში გადაწნულია სპეციალური კომპოზიტით, რომელიც რადიოტალღების გამტარია. შედეგად მიღებულია სულ რაღაც 6.3 მმ სისქის კორპუსი. 

სმარტფონში გამოყენებულია 6.01-დუიმიანი AMOLED დისპლეი Corning Gorilla Glass 6 დამცავი მინით. გვერდით ნაწილში განთავსებულია თითის ანაბეჭდის სკანერი, უკან კი ორი მოდულის მქონე კამერა, რომელთა გაფართოება უცნობია. 

მოწყობილობაში მოცემულია პროცესორი MediaTek Helio P90, რომელიც შეიცავს რვა ბირთვს ტაქტის სიხშირით - 2.2 გჰც-მდე და გრაფიკული ამაჩქარებელი IMG PowerVR GM 9446. 

image.jpeg 

სმარტფონს აქვს 128 გბ მოცულობის მეხსიერება, 3050 მა/სთ მოცულობის ბატარეა და სიმეტრიული USB Type-C პორტი. მოწყობილობის ზომა 153,5 × 74 × 6,3 მილიმეტრია. 

Carbon 1 Mark II-ის ფასი 800 ევროა. მიწოდება დაიწყება მიმდინარე წლის ივნისიდან.  

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.