Jump to content

YouTube-მა დაიწყო კრიპტოვალუტების თემატიკაზე არსებული „სენსაციური“ ტრანსლაციების დაბლოკვა


Recommended Posts

image.png

ვიდეობლოგერები Ivan on Tech, Chico Crypto და CryptoWendyO დაბლოკა YouTube-ის ადმინისტრაციამ Bitcoin-ის შესახებ მორიგი ვიდეორგოლის პუბლიკაციის შემდეგ. თანაც ზოგიერთმა მათგანმა „სტრაიკი“ მიიღო პირდაპირი ტრანსლაციის დროს. 

ჩვენმა არხმა მუშაობა შეწყვიტა როგორც კი პირდაპირი ეთერი დაიწყო. ეს უაზრობაა, ამ ვიდეოში არაფერი იყო საშიში ან საზიანო“ -  დაწერა Ivan on Tech-მა, რომელსაც 215 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. 

ღსანიშნავია, რომ Ivan on Tech-მა სტრაიკი მიიღო შენიშვნით - „სახიფათო და მავნე კონტენტი“ ვიდეოზე: BITCOIN GOING VERTICAL!!! Halving IMPORTANT UPDATE. მეორე პირმა, CryptoWendyO-მ კი, რომელსაც 5.5 აასი გამომწერი ჰყავს, შენიშვნა მიიღო ვიდეორგოლისთვის - BITCOIN MASSIVE DROP INCOMING – TAKE PROFIT. 

აქედან გამომდინარე, ზოგიერთმა მომხმარებელმა ივარაუდა, რომ ვიდეოჰოსტინგის ადმინისტრაცია შესაძოა დაიბნა სენსაციური სათაურებით. 

ამასთან, Wave Tech-ის დირექტორმა აღნიშნა, რომ Ivan on Tech ავის არხზე არეკლამებს საეჭვო რეპუტაციის მქონე სავაჭრო პლატფორმებს და ბლოგერის დაბლოკვისკენ მოუწოდა: 

„მივმართავ YouTube-ის გუნდს, განაგრძეთ Ivan On Tech-ის ბლოკირება. BITCOIN GOING VERTICAL -  ეს უკიდურესა უპასუხისმგებლო განაცხადია. მისმა მოწოდებებმა - გადავიდნენ ზოგიერთი კრიპტობირჟის ბმულებზე - შესაძლოა ზიანი მიაყენოს მომხმარებლებსა და კრიპტოინდუსტრიას“. 

ვიდეოჰოსტინგის ადმინისტრაციას აღნიშნულ შემხვევაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ბლოგერების ვიდეოები კვლავ დაბლოკილია. 

2019 წლის დეკემბერში „მოდერაციის გარკვეული შეცდომების“ გამო YouTube-მა კრიპტო თემატიკის ასობით ვიდეო დაბლოკა. მრავალრიცხოვანი მომხმარებლის პრეტენზიების შემდეგ ჰოსტინგმა აღადგინა წვდომა კონტენტზე და განაცხადა, რომ კრიპტოვალუტებთან მიმართებაში სერვისი გამოყენებასთან დაკავშირებით არანაირი სიახლე არ შესულა ძალაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.