Jump to content

Intel-ის 10-ნანომეტრიანი დესკტოპ პროცესორების გამოსვლა შესაძლოა 2023 წლამდე შეფერხდეს, AMD კი 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე 2021 წელს გადადის


Recommended Posts

Intel-ის ფანატები დიდი ხანია ელოდებიან 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით წარმოებულ პროდუქტებს. ყველაფერი რომ გეგმის მიხედვით წასულიყო, კომპანიას ახლა უკვე უნდა გამოეშვა 7-ნანომეტრიანი 32-ბირთვიანი ჩიპები. შესაძლოა ოდესმე გაგვიმხილონ მიზეზები, თუ რატომ ვერ გადადის ამ დრომდე Intel- სრულად 10-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე 

გამოჩნდა საინტერესო ინფორმაცია, რომელიც ნათელს ჰფენს კომპანიის სამომავლო ჩიპების ბედს. 

image.png 

დავიწყოთ კარგი სიახლით: Tiger Lake-H პროცესორები უკვე მიეწოდებათ დეველოპერებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი უკვე გამოვიდა დაპროექტების სტადიიდან და ამა თუ იმ გადაწყვეტილებში მიმდინარე წლის ბოლომდე მოხვდება. ახალი პროცესორები წარმოდგენილი იქნება Willow Cove არქიტექტურის 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. გარდა ამისა, მათ ექნება ინტეგრირებული გრაფიკა Gen 12 Xe  96EU-თი. სავარაუდოდ, ამ პლატფორმის წარმადობა სხვა კომპანიების ბიუჯეტური დისკრეტული გრაფიკული პროცესორების დონის იქნება. 

image.png 

Rocket Lake-S სერიის დესკტოპ პროცესორების ხაზთან დაკავშირებით დადებითი ცნობები არ არის. დიდი ალბათობით ესენი იქნება 14-ნანომეტრიანი ჩიპები, რომლებიც კვლავ 5%-იან ზრდას მოიტანს, რასაც ასე აფასებენ კომპანიის ფანატები. ამ ჩიპების გამოსვლა დაგეგმილია 2021 წლისთვის, ზუსტი თარიღი უცნობია.  

ჯამში, მთელი იმედი დამყარებულია Alder Lake პროცესორებზე. სწორედ ამ სერიაზე მუშაობს ამჟამად ჯიმ კელერი. სავსებით შესაძლებელია, რომ 2022-2023 წლებში Intel-ი ჯერ კიდევ 14-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე მუშაობდეს. პარალელურად, AMD 2021 წლის შა პერიოდისთვის გეგმავს გამოუშვას Ryzen 5000 სერიის პროცესორები 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. 

Link to comment
Share on other sites

ხო უჭირს მაგარი ინტელს მონოლითურ პროცესორის 10 ნანოზე გადაყვანა, თუმცა შემდეგი 11 სერია უკვე DDR5-ზე იქნებაო 5600 კიტებით 80გჰ/სეც გამოდის სადღაც გამტარობა უკვე, რაც შეეხება ტეხპროცესებს 5 ნანომეტრი რასაც ამდ ხმარობს თავის პროცესორებში ინტელის 7 ნანომეტრზე დიდია ზომით, თუმცა ინტელი შეიძლება პირდაპირ 7-ზეც კი გადავიდეს მეინსტრიმ დესკტოპ სერიაზე რამდენიმე წლის შემდეგ, ან 10 უფრო გარკვეული სერიის პროცესორებზე გამოიყენონ, ნუ იგივე სასერვერო-მობილურ სერიებში, დაჟე ჭორები დადიოდა რომ შეიძლება ინტელმაც ჩიპლეტ დიზაინი გამოიყენოსო შემდგომში, სადაც რამდენიმე ჩიპია ერთად გაერთიანებული და აადვილებს ბირთვების რაოდენობის გაზრდას უფრო, თუმცა მგონი რაზგონის პოტენციალი და რამის გამტარობაც მცირდებაო ეგრე, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით ეგრეა რიზენებზე რაც გამოუშვეს აქამდე

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.