Jump to content

5 მარტს გამოვა Half-Life 1 — Black Mesa 1.0 რიმეიქი


Magdalena

Recommended Posts

Black Mesa 1.0 Steam-ში გამოვა მომდევნო კვირას, 5 მარტს -  განაცხადა Crowbar Collective-ის გუნდმა. 14-წლიანი მუშაობის ემდეგ ფანატების გუნდმა ორიგინალური Half-Life-ის საკუთარი ვერსია გამოშვების სტადიამდე მიიყვანა. როგორც ამ დრომდე იყო ცნობილი, თამაშის მსურველებს უკვე შეუძიათ თამაშის ბეტა-ვერსიით სარგებლობა. 

image.jpeg 

პროექტის ხელმძღვანელმა Adam Engels-მა ისაუბრა სიახლესა და თამაშის სამომავლო განვითარებაზე: 

„ყველა გზა გრძელია. თუ ამის გეშინიათ, მოგიწევთ თავი აარიდოთ არჩევანს, რომელიც ყველაზე ამაღელვებელია და ყველაზე დიდი ჯილდო მოაქვს. ყველას არ ყავს საიმედო მეგობრები, რომელთა პროექტში მონაწილეობისთვის მოწვევა შესაძლებელია, თუმცა ყველას შეუძლია ჰქონდეს კომპანია, რომელიც ქმნის თამაშებს. გამარჯვება შეუძლებელია თამაშში მონაწილეობის გარეშე. 

image.jpeg 

იღბლის, ძალისხმევისა და შრომისმოყვარეობის წყალობით ჩვენ არ გადავუხვიეთ მიზანს - თამაში ბოლომდე მიგვეყვანა. ჩვენ ვამაყობთ იმით, რაც შევქმენით და ვთვლით, რომ 1.0 ვერსია საუკეთესოა. მოლოდინი და მღელვარება ჩვენს პროექტთან დაკავშირებით მეტად დიდია“. 

image.jpeg 

Black Mesa — ეს ჩვენი ვიდეო თამაშია, მას აქვს თავისი ძლიერი მხარეებიც და ნაკლოვანებებიც, როგორც ლეონარდო და ვინჩიმ თქვა: „ხელოვნების ნიმუშზე მუშაობა ვერასდროს დასრულდება, მხოლოდ მისი მიტოვება შეიძლება“. მართალია ვაპირებთ თამაშის მხარდაჭერის გაგრძელებას 1.0 ვერსიის გამოსვლის შემდეგ, ასევე შეცდომების გამოსწორებას, თუმცა იგი ვერასდროს იქნება იდეალური“. 

image.jpeg 

Black Mesa 1.0 ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე წლის 5 მარტიდან. თამაში სრულიად გადასხვაფერებულია, აქვს ახალი მუსიკალური გაფორმება და გახმოვანება, ამავე დროს სამუშაო გუნდი ეცადა შეენარჩუნებინა ორიგინალი თამაშის ექსტრიმი, დონეები და სიუჟეტი. 1.0 ვერსიისგან შეგვიძლია ველოდოთ გაუმჯობესებულ ელოვნურ ინტელექტს, ტემპების კორექტირებასა და უკეთეს გრაფიკას. 

image.jpeg 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 4 weeks later...

გამოვიდა ეგ თამაში და თემა გადამაქვს არქივში, ცუდი არაა ვისაც არა აქვს ნათამაშები წინა ვერსია, აი მიმოხილვაც IGN-ზე https://www.ign.com/articles/black-mesa-review

Link to comment
Share on other sites

  • George locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.