Jump to content

JPMorgan: Libra-ს ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს


Recommended Posts

image.jpeg

ამერიკულმა ფინანსურმა ჰოლდინგმა JPMorgan-მა გაანალიზა ბლოკეინის მასობრივი მიღების ტემპები, Stablecoin-ების სიცოცხლისუნარიანობა და სოციალურ ქსელ Facebook-ის პროექტ Libra-ს პერსპექტიულობა. 

JPMorgan-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ განაწილებული რეესტრის ტექნოლოგია (DLT) სულ უფრო ხშირად გამოიყენება სხვადასხვა კომპანიის მიერ, მათ შორისაა ბანკები და საფონდო ბირჟები. თუმცა მათი აზრით, ბლოკჩეინის მასიურ გამოყენებამდ ჯერ დიდი დროა. 

ჩვენ ვხედავთ DLT-ის გრძელვადიან პოტენციალს, რომ მას შეუძლია გარდაქმას ბანკების ბიზნეს-მოდელები, აამაღლოს ინფორმაციის გადაცემის ეფექტურობა და მისი შენახვის საიმედოობა“ - წერენ მკვლევარები. 

მათი თქმით, პროგრესის ტემპები დამოკიდებული იქნება იურიდიული და ტექნიკური პრობლემების გადაჭრაზე, აგრეთვე ისეთ საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება „პლატფორმათშორის ინტეგრაციას“: 

‘ბოლო 3-5 წლის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით ბლოჩეინ-გადაწყვეტილებების დანერგვის პროცესებს. თუმცა მაკროეკონომიკურმა გარემო, ნორმატიულ-სამართლებრივმა საფუძვლებმა და ტექნიკურმა პრობლემებმა, როგორიცაა მაგალითად პლატფორმათშორისი ინტეგრაცია, შესაძოა, გავლენა იქონიოს სამომავლო პროგრესზე“. 

ექსპერტების ანგარიშის თანახმად ბანკები DLT-ს იყენებენ საანგარისწორებო-კლირინგ სისტემების შექმნის, აგრეთვე გირაოს მართვის მექანიზმების უზრუნველყოფისთვის. კრიპტოვალუტები მსხვილ მოამაშეებში პოპულარული ხდება. 

კრიპტოვალუტების ბაზარი ზრდას აგრძელებს. ციფრული აქტივებით ვაჭრობაში ინსტიტუციონალიზებული ინვესტორების მონაწილეობა დღესდღეობით შესამჩნევი გახდა“ - აღნიშნავენ მკვლევარები. 

Libra-ს პერსპექტივის შესახებ 

ანგარიშის ავტორები ჯამში დარწმუნებულნი არიან საგადახდო სისტემა Libra-ს ქმედითუნარიანობაში. თუმცა გარკვეულ ეჭვებს იწვევს ქსელის მასშტაბირების შესაძლებლობა მოკლევადიანი ლიკვიდურობის შესაძო დეფიციტის პირობებში. 

Libra-ს მსგავს Stablecoin-ებს ზრის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვთ. საბოლოო ჯამში მათ შეუძლიათ საკუთარ თავზე აიღონ ტრანზაქციების მნიშვნელოვანი ნაწილი, თუმცა სისტემის შესაძლო კოლაფსმა - განსაკუთრებით კი დატვირთვის ზრდის პერიოდში - შესაძლოა სერიოზული მაკროეკონომიკური შედეგები გამოიღოს“. 

ექსპერტები Stablecoin-ებთან დაკავშირებით აცხადებენ: 

„მსოფლიო აბსოლუტურად მზად არის კერძო ფულისთვის, უმეტესობა, რასაც ჩვენ იატურ ვალუტად მივიჩნევთ, უკვე კერძო საკუთრებაში გაიცა. ” 

მეორე მხრივ JPMorgan დარწმუნებულია, რომ Stablecoin-ებს შესაძლოა წინ გადაეღობოს სერიოზული რეგულაციური ბარიერები მანამ, სანამ „დაიწყება ცენტრალური ხელისუფლებებისგან  მათი, როგორც გადახდის საშუალებების აღიარება“. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.