Jump to content

2020 წლის ზამთრის საუკეთესო ბიუჯეტური გეიმერული ვიდეო ბარათები 1080р და 2K გაფართოებით hardwaretimes-ის ექსპერტებისგან


Recommended Posts

ვიდეო ბარათების შეძენა მუდამ ახალ დონეზე გადადის. დავუშვათ, გქონდათ NVIDIA GTX 1060, რომელიც მრავალი წელი კარგად გემსახურათ და პრობლემებს არ გიქმნიდათ 1080р გაფართოების თამაშებში. თუმცა 2K-მონიტორის ყიდვის შემდეგ აღმოაჩინეთ, რომ ბარათი ასეთ გაფართოებას ვერ უმკლავდება. გამოსავალი ერთია: შეიძინოთ უფრო თანამედროვე ვიდეო ბარათი. ამჯერად ვიხელმძღვანელებთ ვებ-გვერდ hardwaretimes-ის ექსპერტების რჩევებით და გავაანალიზებთ, თუ რომელი ბიუჯეტური ვიდეო ბარათები უნდა შეიძნონ მათ, ვისაც აქვს 2K-მონიტორი ან აპირებს მის ყიდვას უახლოეს მომავალში. გარდა ამისა, ეს ბარათები შესანიშნავდ გამოგადგება 1080р გაფართოებისთვისაც და წლების მარაგიც უზრუნველყოფილი გექნებათ. 

image.png 

საუკეთესო ბიუჯეტური ვიდეო ბარათი „ჯადოსნური სხივების“ გარეშე: Radeon RX 5600 XT.  

ამ ბარათის ფასი 280 აშშ დოლარიდან იწყება, თუმცა რეალურად მისი 300 დოლარზე ნაკლებად შეძენა რთულია. ამის მიუხედავად ჩვენს წინაშეა ბესთსელერი, რომელიც გვავაზობს მაღალ წარმადობას მისაღებ ფასად. მთავარია დარწმუნდეთ, რომ BIOS წესრიგშია და მეხსიერების სიჩქარე შეესაბამება 14 გბ/წმ. მოთხოვნას. 

საუკეთესო ბიუჯეტური ვიდეო ბარათი RayTracing-ით:EVGA GeForce RTX 2060 KO Gaming.  

აქვე უნდა აღინშნოს, რომ ეს ბარათი ხელმისაწვდომია მხოლოდ აშშ-ში, თუმცა გამოვიდა ანალოგი ASUS-ისგან, რომელიც მთელ მსოფლიში გაიყიდება 300 აშშ დოლარად. RTX 2060 KO წინა ბარათს ჩამორჩება, თუმცა მასში RayTracing-ია წარმოდგენილი. თუკი თქვენთვის ეს ფუნქცია მნიშვნელოვანია, ალტერნატიულ ვარიანტს ამ ფასად უბრალოდ ვერ ნახავთ. 

image.png 

საუკეთესო არჩევანი: Radeon RX 5700 XT.  

ეს გახლავთ ერთ-ერთი მეტად მომგებიანი ვიდეო ბარათი ფასისა და წარმადობის მიმართებაში. ყოველ შემხვევაში, 400 აშშ დოლარიან სეგმენტში მას კონკურენტი არ ჰყავს. AMD-მ გამოუშვა მაღალი წარმადობის პროდუქტი, რომელიც უმეტეს ამოცანაში მხოლოდ ოდნავ ამორჩება კონკურენტი კომპანიების უფრო ძვირადღირებულ მოდელებს და აქვს ხელმისაწვდომი ფასი. 

ექსპერტები ჩამონათვალში მოიხსენიებენ GeForce RTX 2070 Super-საც, თუმცა აქვე შეგახსენებთ, რომ იგი 100 აშშ დოლარით ძვირია RX 5700 XT ბარათზე. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.