Jump to content

Tesla Cybertruck-ს ექნება მაღალტექნოლოგიური ინტერფეისი ტვირთის ჩაბმის გამარტივებისთვის


Recommended Posts

Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა საზოგადოებას გაუზიარა რამდენიმე ახალი დეტალი ელქტრო პიკაპ Cybertruck-ის შესახებ, რომელიც ფტურისტული კუთხოვანი დიზაინით გამოირჩევა. 

image.jpeg 

მასკის თქმით, პიკაპის საბარგული იმაზე გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე ამ დრომდე იყო გამოცხადებული. მისი სიგანე შეადგენს 82 დუიმს, ანუ 208 სანტიმეტრს და არა 203-ს. ეს მაჩვენებელი მოსალოდნელთან ახლოსაა, თუმცა პრეზენტაციაზე წარმოდგენილ 84-დუიმიან ეგზემპლარზე ოდნავ მცირეა. 

მასკმა განაცხადა ისიც, რომ სტანდარტული კომპლექტაციის პიკაპი წარმოდგენილი იქნება ლაზერუი მანათობლებით, რომლებიც განთავსდება საქარე მინის ზედა ნაწილში. მისი თქმით, იგი ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე საპრეზენტაციო მოდელი. 

როდესაც მასკს ჰკითხეს - ექნებოდა თუ არა პიკაპს სასარგებლო ტვირთის/მისაბმელის რიცხველი, მან უპასუხა, რომ ეს ფუნქცია ელექტრო მობილს აუცილებლად ექნება, ისევე როგორც ბევრი სხვა საჭირო შესაძლებლობა. 

მისი თქმით, ბორტკომპიუტერის დისპლეიზე აისახება ცვლილებები რეალურ დროში სიჩქარის მაქსიმალური განვითარებისას, დამუხრუჭებისას, მოხვევისას, ასევე დარჩენილი სვლის მარაგის მაჩვენებლები. მაჩვენებლებში გათვალისწინებულ იქნება გზის სიმაღლე, ტვირთის მასა და წინაღობის ზემოქმედება. 

იმის გამო, რომ გაზრდილი მასა გავლენას ახდენს ავტომობილის დინამიკაზე, Tesla-ს სურს მძღოლს ჰქონდეს ინფორმაცია, თუ როგორ რეაგირებს მისი პიკაპი ამაზე რეალური დროის რეჟიმში. 

გარდა ამისა, სრულყოფიი ინფორმაცია მძღოლს საშუალებას მისცემს არ იღელვოს ეყოფა თუ არა აკუმულატორის მარაგი მთლიან გზაზე, აგრეთვე ამაღლდება დიდი მასის ტვირთით მგზავრობის უსაფრთხოების დონე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.