Jump to content

Samsung Galaxy A71-სა და Galaxy A51-ს 5G მხარდაჭერა ექნება


Recommended Posts

კომპანია Samsung-მა გასული წლის ბოლოს დააანონსა სმარტფონები Galaxy A51 და Galaxy A71. ორივე მათგანს აქვს ოპერაციული სისტემა Android და საფირმო One UI 2.0. Galaxy A51 მოდელში გამოყენებული უნდა ყოფილიყო 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებული პროცესორი Exynos 9611, Galaxy A71-ში კი - 8-ნანომეტრიანი ცალკრისტალიანი სისტემა Snapdragon 730. ორივე ჩიპსეტი აღჭურვილია LTE-მოდემით, თუმცა ამჟამად ცნობილი გახდა, რომ სამხრეთკორეული კომპანია აპირებს ორივე სმარტფონს დაუმატოს მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერა. 

image.png 

Samsung Galaxy A71 

ამისთვის Samsung-ს მოუწევს შეცვალოს ცალკრისტალიანი სისტემა. ახალი მონაცემების თანახმად, Exynos 9611-ისა და Snapdragon 730-ის ნაცვლად ორივე სმარტფონი წარმოდგენილი იქნება საფირმო 8-ნანომეტრიანი პლატფორმით - Exynos 980. ამ პროცესორის დებიუტი შედგა ორი თვის წინ vivo X30-სა და vivo X30 Pro სმარტფონებში. 

Samsung Galaxy A71 5G წარმოდგენილია Geekbench 4-ის მონაცემთა ბაზაში. 8-გიგაბაიტიანი მოდიფიკაციის შედეგები შეადგენს 3078 ქულას ერთბირთვიან ტესტირებაში და 7346 ქულას -  ყველა ბირთვზე. 6-გიგაბაიტიანი Galaxy A51 5G მოდელის Geekbench 5-ზე ტესტირების შედეგები კი არის 679/1848 ქულა ერთნაკადიან/მრავალნაკადიან რეჟიმებში, შესაბამისად. ბენჩმარკმა დაადასტურა, რომ ყველა მოწყობილობაში გამოყენებულია სისტემა Exynos 980. 

image.png 

Samsung Galaxy A71 

ამჟამად ჯერჯერობით ხელსაწვდომია 4G სტანდარტის მქონე  Galaxy A51 და Galaxy A71 სმარტფონები. უფროს ვერსიას აქვს 6.7-დუიმიანი Super AMOLED ეკრანი Full HD+ გაფართოებით. დისპლეის ქვეშ დაყენებულია ბიომეტრიული სკანერი. 

უკანა კამერა ოთხმოდულიანია - მათი გაფართებებია 64+12+5+5 მეგაპიქსელი. ბოლო ორი განკუთვნილია ფონის გაბუნდოვნებისა და მაკროგადაღებისთვის. 12-მეგაპიქსელიანი მატრიცა დაკავშირებულია ფართოკუთხიან ოპტიკასთან. სელფი კამერის გაფართოება შეადგენს 32 მეგაპიქსელს. მარტფონის ბატარეის მოცულობა 4500 მა/სთ-ია და აქვს 25-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა. 

Samsung Galaxy A51-ს 6.5-დუიმიანი ეკრანი აქვს, ძირითადი კამერის მავარი მოდულის გაფართოება 48 მეგაპიქსელია, ბატარეის მოცულობა -  4000 მა/სთ, სწრაფი დამუხტვის სიმძლავრე - 15 ვატი. დანარჩენი მახასიათებლები უფროსი მოდელის იდენტურია. ორივე მათგანს აქვს NFC მოდული, ყურსასმენის კონექტორი და USB-C. 

image.png 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.