Magdalena Posted February 20, 2020 Share Posted February 20, 2020 Binance-მა წარადგინა სერვისი Binance Cloud, რომელიც ბირჟის საცალო და კორპორატიულ მომხმარებლებს საშუალებას მისცემს აამოქმედონ საკუთარი სავაჭრო პლატფორმები მზა ინფრასტრუქტურის ბაზაზე. ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ Binance Cloud თავის თავზე აიღებს ბირჟის საქმიანობის ყველა „მოსაწყენ“ ასპექტს: ტექნიკურ კომპლექტაციასა და ლიკვიდურობის უზრუნველყოფას. სერვისი საშუალებას იძლევა ამოქმედდეს ლოკალური სპოტ-და ფიუჩერსული ბაზრები, რომელთაც ექნებათ საბანკო API-სთან ინტეგრაციისა და ფიატურ ფულთან წყვილში ვაჭრობის შესაძლებლობა. Binance Cloud უზრუნველყოფს ბრენდის პერსონალიზაციის შესაძლებლობას და საშუალებას მოგცემთ შეცვალოთ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი პარამეტრები. უახლოეს მომავალში სერვისს დაემატება OTC (ბირჟისგარე გარიგებები), სტეიკინგი და ტოკენების გამოშვების სერვისი IEO-თი. Binance-ის წარმომადგენლის თქმით ქლაუდ-სერვისის ბაზაზე არსებული პირველი ბირჟა მარტში ამოქმედდება. შეგახსენებთ, რომ Binance Cloud-ის ამოქმედება 8 თებერვალს დაანონსდა. იმ დროს აღმასრულებელმა დირექტორმა Binance DEX-ზე ლისტინგის საკომისიოდ 100 ათასი აშშ დოლარი დაასახელა. გასულ წელს p2p-პლატფორმა Hodl Hodl დაჰპირდა მომხმარებლებს, რომ გახსნის თავის კოდს, რაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას მისცემს აამოქმედოს საკუთარი სავაჭრო პლატფორმა. https://forklog.com/sostoyalsya-reliz-oblachnogo-servisa-binance-cloud-on-pozvolit-klientam-zapuskat-sobstvennye-birzhi/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.