Magdalena Posted February 20, 2020 Share Posted February 20, 2020 კომპანია Jaguar Land Rover-მა წარადგინა საკუთარი ხედვა, თუ როგორი შეიძლება იყოს მეგაპოლისებისთვის განკუთვნილი მომავლის ელექტრო ტრანსპორტი: კონცეპტს სახელად ეწოდა Project Vector. ახალი სატრანსპორტო საშუალება გახლავთ კომპლექსური ინიციატივა Destination Zero-ს ნაწილი. ამ პროგრამის მიზანია მიღწეულ იქნას ნულოვანი მოცულობის მავნე გამონაბოლქვი, აღმოიფხვრას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და საცობები მოწინავე ტექნოლოგიებისა და პროდუქტების დანერგვის შედეგად. Jaguar Land Rover-ის მიზანია გახდეს ჩვენი პლანეტა უსაფრთხო, გარემო კი - ეკოლოგიური. სტრატეგიის განხორციელებას ხელს შეუწყობს ზემოთხსენებული Vector-სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მზად არიან ავტოპილოტირების სისტემის დანერგვისთვის. კონცეპტ-ავტომობილი სიგრძეში დაახლოებით ოთხი მეტრია. ელექტრო ძრავის კომპონენტები და აკუმულატორები თავმოყრილია იატაკის ზონაში, რისი წყალობითაც უზრუნველყოფილია მოქნილი შესაძლებლობები სალონის შიდა სივრცის მოწყობისთვის. Vector-ს სხვადასხვა ამოცანის შესრულება შეუძლია: მანქანის გამოყენება შესაძლებელია როგორც მგზავრების გადაყვანისთვის, ასევე კომერციული მიზნებით. 2021 წლიდან ახალი მანქანების ტესტირებები დაიწყება ქოვენთრის გზებზე - ეს გახლავთ ქალაქი აღმოსავლეთ ინგლისის საგრაფო ვესტ-მიდლენდსში. https://3dnews.ru/1003998 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.