Jump to content

მილიონი მომხმარებლის მქონე ბლოკჩეინ-პლატფორმა Steemit გადადის TRON-ის ეკოსისტემაში


Recommended Posts

დეცენტრალიზებული სოციალური ქსელი Steemit და მისი აპლიკაცია უახლოეს მომავალში TRON-ის ბლოკჩეინზე გადავა. მიგრაცია განხორციელდება Steemit Inc.-სა და Tron Foundation-ის პარტნიორობის ფარგლებში. 

Tron Foundation-ის ბლოგში ნათქვამია, რომ სოციალური ქსელის, მისი პროდუქტებისა და სერვისების მიგრაციაზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყება. 

image.png 

უკვე ცნობილია, რომ Steem-ის ტოკენი (STEEM) გადავა TRON-ის ბლოკჩეინზე, TRX-ის მომხმარებლებისთვის კი განხორციელდება ახალი ტოკენების ეარდროპი. 

Tron Foundation-ში აცხადებენ იმასაც, რომ კომპანიას არ მოუხდენია Steemit-ში ინვესტირება, საკუთარ ბლოკჩეინზე უარი Steemit-ის ანტრეპრენერებმა ნებაყოფლობით განაცხადეს. აგრეთვე იგეგმება ერთობლივი აქსელერატორის ამოქმედება, რომელიც ორიენტირებული იქნება Steemit-ის პლატფორმის განვითარებაზე. 

„მხარეები მივიდნენ ერთობლივ შეთანხმებამდე Steemit-ის მომავალთან დაკავშირებით. ეს უფრო მეტია, ვიდრე ფული. Steemit-ს სჭირდება ინფრასტრუქტურა და მასშტაბირებადი ქსელის ქომიუნითის მხარდაჭერა, რომლი უზრუნველყოფა მხოლოდ TRON-ს შეუძლია“ -  განაცხადეს Steem-ში. 

Steemit დაარსდა 2016 წელს ნედ სკოტისა და დენ ლარიმერის მიერ. ეს უკანასკნელი ამჟამად EOS-ქსელზე მომუშავე Block.one-ის ტექნიკური დირექტორი გახლავთ. 

პლატფორმა ამჟამად მოიცავს მილიონ მომხმარებელს, TRON-ის ბლოკჩეინზე კი მათი რაოდენობა 20 მილიონს აღემატება. 

გარკვეული პერიოდის წინ ცნობილი გახდა, რომ TRON-ის ბლოკჩეინზე მოხდებოდა სტრიმინგ სერვის Dlive-ის მიგრირება, თუმცა იგი BitTorrent-ის ეკოსისტემას შეუერთდება. Dlive-ს ყოველთვიურად 5 მლნ ადამიანი იყენებს, BitTorrent-ს კი - 100 მლნ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.