Magdalena Posted February 18, 2020 Share Posted February 18, 2020 Ryzen Threadripper 3990X-ის გამოსვლიდან საკმაო ხანი გავიდა და AMD-მ დაასახელა ამ 64-ბირთვიანი პროცესორის კონკურენტი. საინტერესო ის არის, რომ ეს აღმოჩნდა Cascade Lake თაობის 28-ბირთვიანი Xeon W-3275. მისი დასახელება, როგორც ჩანს, განპირობებულია სამუშაო სადგურების სეგმენტში 4449 აშშ დოლარიანი ფასით პოზიციონირებით, რაც 459 აშშ დოლარით მეტია თავად Ryzen Threadripper 3990X-ის ფასზე. AMD თავის მარკეტინგულ მასალებში გადმოგვცემს, რომ კონკურენტი პროცესორების დაპირისპირება არ მომხდარა მათი წარმადობის საფუძველზე. 32-ბირთვიანი Ryzen Threadripper 3970X-ის კონკურენტად ითვლება Intel Core i9-10980XE, თუმცა AMD ასახელებს Core i9-7980XE პროცესორსაც გარკვეული მახასიათებლების შედარების საფუძველზე. გაყიდვების სპეციალისტებისთვის შედგა Ryzen Threadripper 3990X-ის „მყიდველის ფოტორობოტი“. თუკი რთულ ვიზუალურ ეფექტებსა და ვიდეოსთან მუშაობა არ არის თქვენი ყოველდღიური სამუშაოს ნაწილი, ასეთ შემთხვევაში საჭიროა აქტიურად ჩაერთოთ ვირტუალიზაციის სფეროში აპლიკაციების შედგენაში, რათა გამართლებული იყოს Ryzen Threadripper 3990X-ის შეძენა. https://overclockers.ru/hardnews/show/101785/xeon-w-3275-etot-processor-amd-naznachila-konkurentom-ryzen-threadripper-3990x Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted February 18, 2020 Share Posted February 18, 2020 ერთი ვერა მაგრამ ორი ეგეთი აჯობებს მაგ ეპიკს დუალ სლოტში რომ შეიძლება ჩადება, თუმცა ალბათ ინტელი ცოტა სხვა რაღაცას გულისხმობდა და არა მარტო ბენჩებს, ალბათ ბევრს დააინტერესებს ეხლა რა ტიპის პროცესორებია გამოყენებული მსოფლიოს ტოპ-500 სუპერკომპიუეტერში: https://www.top500.org/list/2019/11/?page=2 ნოემბრის ლისტია მაგრამ ძალიან დიდია ინტელის დომინაცია მაგ ჩარტში, იბმ უფრო ხშირათ მხვდება დაჟე ვიდრე ამდ ეპიკები, ერთ დროს იბმ იყო მანდ სრული ლიდერი, მაგრამ ინტელმა საკმაოთ შეავიწროვა ბოლო წლებში, თუმცა ეხლაც დარჩა მაგ ლისტში და არც ისე მცირე აბიომებით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.