Magdalena Posted February 17, 2020 Share Posted February 17, 2020 თებერვლის დასაწყისში ზოგიერთმა ექსპერტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ მარტიდან დაიწყებოდა ფასების მკვეთრი მატება ლეპტოპებსა და კომპიუტერებზე. როგორც ავტორიტეტული რესურსი DigiTimes-ი გვაცნობებს, ვითარება იმაზე რთულადაა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ჩინეთში თავმოყრილია ლეპტოპების წარმოების 90%. უკვე თებერვლის შუა პერიოდია, ქარხნები კი ფაქტობრივად ჯერაც არ მუშაობს, კარანტინს 24 თებერვალს მოხსნიან. ამჟამად ჩინეთში არსებული ნახევარგამტარი წარმოების ყველა ქარხანა თავისი ძალის 20%-ზე მუშაობს, რადგანაც მუშები უბრალოდ აღარ არიან, ახლო მომავლის პროგნოზები კი იმედისმომცემი არ არის. კორონავირუსის გამო ჩინელები ერიდებიან დახურულ და ხალხით გადატვირთულ ქარხნებში მუშაობას, ისინი დასაქმებას ცდილობენ სახელმწიფო სამსახურებში ან კარგად განიავებად ოფისებში. ნახევარგამტარი წარმოების აღდგენა მეოთხე კვარტლამდე მოსალოდნელი არ არის, წამყვანი ჩინური კომპანიები - Huawei, Oppo, Vivo და Xiaomi - უკვე ელიან მიმდინარე წელს -15%-იან მაჩვენებელს შემოსავალში. Foxconn ვერ უმკლავდება საკმარისი რაოდენობის iPhone-ების გამოშვებას, 5G ჩიპების მომწოდებლები კი ზაფხულამდე აპირებენ წარმოების გადავადებას. განსაკუთრებით ძლიერი დარტყმა მიიღო თხევადკრისტალური დისპლეების მწარმოებელმა კომპანიებმა. სამი უმსხვილესი კომპანია - BOE Technology, Tianma Microelectronics და China Star Optoelectronics Technology - განთავსებულია პირდაპირ ეპიდემიის ეპიცენტრში, ვუჰანის პროვინციაში. ქარხნები 30%-იანი სიმძლავრით ფუნქციონირებს და ვითარების გაუმჯობესება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/33818/eksperty-digitimes-prognozirujut-rezkoe-povyshenie-cen-na-noutbuki-monitory-i-smartfony-a-takzhe-ih-deficit-po-vsemu-miru-uzhe-v-blizhajshee-vremya Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.