Jump to content

DigiTimes-ის ექსპერტები პროგნოზირებენ ფასების მკვეთრ მატებას ლეპტოპებზე, მონიტორებსა და სმარტფონებზე, აგრეთვე მათ დეფიციტს უახლოეს პერიოდში


Recommended Posts

თებერვლის დასაწყისში ზოგიერთმა ექსპერტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ მარტიდან დაიწყებოდა ფასების მკვეთრი მატება ლეპტოპებსა და კომპიუტერებზე. როგორც ავტორიტეტული რესურსი DigiTimes-ი გვაცნობებს, ვიარება იმაზე რთულადაა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. 

image.png 

ჩინეთში თავმოყრილია ლეპტოპების წარმოების 90%. უკვე თებერვლის შუა პერიოდია, ქარხნები კი ფაქტობრივად ჯერაც არ მუშაობს, კარანტინს 24 თებერვალს მოხსნიან. ამჟამად ჩინეთში არსებული ნახევარგამტარი წარმოების ყველა ქარხანა თავისი ძალის 20%-ზე მუშაობს, რადგანაც მუშები უბრალოდ აღარ არიან, ახლო მომავლის პროგნოზები კი იმედისმომცემი არ არის. კორონავირუსის გამო ჩინელები ერიდებიან დახურულ და ხლხით გადატვირთულ ქარხნებში მუშაობას, ისინი დასაქმებას ცდილობენ სახელმწიფო სამსახურებში ან კარგად განიავებად ოფისებში. 

ნახევარგამტარი წარმოების აღდგენა მეოთხე კვარტლამდე მოსალოდნელი არ არის, წამყვანი ჩინური კომპანიები - Huawei, Oppo, Vivo და Xiaomi -  უკვე ელიან მიმდინარე წელს -15%-იან მაჩვენებელს შემოსავალში. Foxconn ვერ უმკლავდება საკმარისი რაოდენობის iPhone-ების გამოშვებას, 5G ჩიპების მომწოდებლები კი ზაფხულამდე აპირებენ წარმოების გადავადებას. 

image.png 

განსაკუთრებით ძლიერი დარტყმა მიიღო თხევადკრისტალური დისპლეების მწარმოებელმა კომპანიებმა. სამი უმსხვილესი კომპანია - BOE Technology, Tianma Microelectronics და China Star Optoelectronics Technology - განთავსებულია პირდაპირ ეპიდემიის ეპიცენტრში, უჰანის პროვინციაში. ქარხნები 30%-იანი სიმძლავრით ფუნქციონირებს და ვითარების გაუმჯობესება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.