Jump to content

Samsung და LG ამზადებენ Cloud Top-ს - პლანშეტ-დისპლეის სმარტფონთან მიერთებისთვის


Recommended Posts

Samsung და LG დარწმუნებულნი არიან, რომ მომხმარებლებს სურთ უყურონ ვიდეოებს და ითამაშონ მობილური თამაშები დიდ ეკრანებზე და არა სმარტფონის მცირე ზომის დისპლეებზე გამოსავალი იქნება დიდი და თხელი პლანშეტების გამოშვება პროცესორების გარეშე. 

image.jpeg 

14-დუიმიანი პლანშეტის ნიმუში 

როგორც სამხრეთკორეული ვებ-გვერდი ETNews გვაცნობებს, კომპანიები Samsung და LG მუშაობენ პლანშეტის ტიპის თხელ მონიტორებზე სმარტფონებთან დასაკავშირებლად. ონიტორებ ზომა საკმაოდ დიდი, 14.1-დუიმი ქნება, თუმცა ამასთან მოწყობილობები თხელია -  მათი სისქე არ აღემატება დაახლოებით 9 მილიმეტრს.ამ მოწყობილობების ზოგადი სახელწოდებაა Cloud Top. 

Cloud Top-ის შემადგენლობაში შედის მხოლოდ ბატარეა (Samsung-ის წარმოებული მოდელი ბატარეის მოცულობა 10 000 მა/სთ-ია, LG-ს პირველ მოდელს კი 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა ექნება) და სქემა სმარტფონთან დაკავშირებისთვის. კლავიატურა გათვალისწინებული არ არის.  Cloud Top-ის დაკავშირება შესაძლებელია სადენით, Bluetooth-ით, ასევე თამაშებისა და ვიდეოების ქლაუდ სტრიმინგ სერვისით. მოწყობილობის წონა 1 კგ-ზე ნაკლებია. 

დიდი ალბათობით, Cloud Top-ს სენსორული დისპლეი ექნება, ასევე მრავლობითი ამოცანების შესრულების მხარდაჭერა, რასაც უზრუნველყოფს თანამედროვე სმარტფონების პროცესორები. 

Samsung-ისთვის Cloud Top-ის გამოშვება გახდება DeX პლატფორმის ერთგვარი გაგრძელება, თუმცა დოკ-სადგურის გარეშე. დოკ-სადგური ფაქტობრივად ჩაშენებული იქნება პლანშეტ-მონიტორში. Samsung-ის მოწყობილობის სახელწოდება იქნება Samsung DeX Book. LG-ს კუთვნილი მოწყობილობის კონკრეტული დასახელება არ არის ცნობილი. 

image.jpeg 

ახალი მოწყობილობები შუალედურ ადგილს დაიკავებენ ლეპტოპებსა და პლანშეტებს შორის. კომპანიები მათ წარმოებას მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დაიწყებენ, ანონსი კი მესამე კვარტლის შუაში იგეგმება. მოწყობილობების ფასი 340-დან 425 აშშ დოლარამდე იქნება. ეს ფასი ჩვეულებრივ პლანშტების ფასზე ძვირია, თუმცა Cloud Top შთამბეჭდავი ზომის 14-დუიმიან ეკრანებს გვთავაზობ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.