Magdalena Posted February 15, 2020 Share Posted February 15, 2020 Samsung და LG დარწმუნებულნი არიან, რომ მომხმარებლებს სურთ უყურონ ვიდეოებს და ითამაშონ მობილური თამაშები დიდ ეკრანებზე და არა სმარტფონის მცირე ზომის დისპლეებზე. გამოსავალი იქნება დიდი და თხელი პლანშეტების გამოშვება პროცესორების გარეშე. 14-დუიმიანი პლანშეტის ნიმუში როგორც სამხრეთკორეული ვებ-გვერდი ETNews გვაცნობებს, კომპანიები Samsung და LG მუშაობენ პლანშეტის ტიპის თხელ მონიტორებზე სმარტფონებთან დასაკავშირებლად. Მონიტორების ზომა საკმაოდ დიდი, 14.1-დუიმი იქნება, თუმცა ამასთან მოწყობილობები თხელია - მათი სისქე არ აღემატება დაახლოებით 9 მილიმეტრს.ამ მოწყობილობების ზოგადი სახელწოდებაა Cloud Top. Cloud Top-ის შემადგენლობაში შედის მხოლოდ ბატარეა (Samsung-ის წარმოებული მოდელი ბატარეის მოცულობა 10 000 მა/სთ-ია, LG-ს პირველ მოდელს კი 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა ექნება) და სქემა სმარტფონთან დაკავშირებისთვის. კლავიატურა გათვალისწინებული არ არის. Cloud Top-ის დაკავშირება შესაძლებელია სადენით, Bluetooth-ით, ასევე თამაშებისა და ვიდეოების ქლაუდ სტრიმინგ სერვისით. მოწყობილობის წონა 1 კგ-ზე ნაკლებია. დიდი ალბათობით, Cloud Top-ს სენსორული დისპლეი ექნება, ასევე მრავლობითი ამოცანების შესრულების მხარდაჭერა, რასაც უზრუნველყოფს თანამედროვე სმარტფონების პროცესორები. Samsung-ისთვის Cloud Top-ის გამოშვება გახდება DeX პლატფორმის ერთგვარი გაგრძელება, თუმცა დოკ-სადგურის გარეშე. დოკ-სადგური ფაქტობრივად ჩაშენებული იქნება პლანშეტ-მონიტორში. Samsung-ის მოწყობილობის სახელწოდება იქნება Samsung DeX Book. LG-ს კუთვნილი მოწყობილობის კონკრეტული დასახელება არ არის ცნობილი. ახალი მოწყობილობები შუალედურ ადგილს დაიკავებენ ლეპტოპებსა და პლანშეტებს შორის. კომპანიები მათ წარმოებას მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დაიწყებენ, ანონსი კი მესამე კვარტლის შუაში იგეგმება. მოწყობილობების ფასი 340-დან 425 აშშ დოლარამდე იქნება. ეს ფასი ჩვეულებრივი პლანშტების ფასზე ძვირია, თუმცა Cloud Top შთამბეჭდავი ზომის 14-დუიმიან ეკრანებს გვთავაზობს. https://3dnews.ru/1003640 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.