Magdalena Posted February 14, 2020 Share Posted February 14, 2020 კომპანია AMD-მ ინვესტორებისთვის განკუთვნილ პრეზენტაციაზე წარადგინა სლაიდი, რომელზეც ასახული იყო Radeon თაობის გრაფიკული გადაწყვეტილებების განვითარების ეტაპები. პერსონალური კომპიუტერების სერია Radeon RX 5000 ვრცლად არის აღწერილი, შენარჩუნებულია Radeon VII, სამუშაო სადგურების სეგმენტზე კი დამატებულია Radeon Pro W5700. კომპანია აპირებს Apple-თან თანამშრომლობას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს. ძველად საუბარი იყო გრაფიკული პროცესორების ფართო ხაზზე, მათ შორის Radeon Pro-სა და Vega II Duo-ზე, ამჟამად კი მოხსენიებულია Radeon Pro 5000M და W5700X. MacOS-ის ბეტა-ვერსიის კოდიდან ცნობილი გახდა, რომ Apple-ს ექნება არა მხოლოდ AMD-ის ჰიბრიდული პროცესორების ფართო სპექტრის, არამედ მეორე თაობის RDNA არქიტექტურის მქონე Navi სერიის გრაფიკულ გადაწყვეტილებების მხარდაჭერა. https://overclockers.ru/hardnews/show/101705/v-etom-godu-amd-budet-udelyat-osoboe-vnimanie-sotrudnichestvu-s-apple Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.