Magdalena Posted February 13, 2020 Share Posted February 13, 2020 გერმანიის ფედერალური ფინანსური სამეთვალყურეო ორგანოს (BaFin) მონაცემებით უკვე ორმოცზე მეტი ბანკია დაინტერსებული - მიიღონ ლიცენზია კრიპტოსავალუტო დეპოზიტარულ სერვისებზე - გვაცნობებს Handelsblatt. 2020 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში ძალაში შევიდა განახლებული კანონი ფულის გათეთრებასთან ბრძოლის შესახებ, რომელიც საჭიროებს ლიცენზიის მიღებას, რათა დაწესებულებამ მომხმარებლებს წარუდგინოს ონლაინ-ბანკინგის სერვისი, რომელიც მოიცავს ოპერაციებს აქციებით, ობლიგაციებითა და კრიპტოვალუტებით. კომპანიებისთვის, რომლებიც ამ დრომდე მუშაობდნენ ამ სფეროში, გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი 2020 წლის ნოემბრამდე, თუმცა ისინი ვალდებულნი არიან მარტამდე აცნობონ BaFin-ს, რომ აპირებენ ნებართვის მიღებას. გამომცემლობის თანახმად, მსგავსი გადაწყვეტილება ერთ-ერთმა პირველმა მიიღო ბერლინურმა ბანკმა - SolarisBank AG. ძველად ბანკმა დაარეგისტრირა შვილობილი კომპანია Solaris Digital Assets კრიტოსავალუტო კასტოდიალური მომსახურების გაწევისთვის. SolarisBank-ის კრიპტო-ბანკინგის განყოფილების ხელმძღვანელის - მიკაელ ოფერმანის თქმით ციფრული აქტივები კარდინალურად ცვლიან ბაზარს. „როგორც კი გამარტივდება Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების შეძენა-შენახვა, ჩვენ მნიშვნელოვან ზრდას მოველით“ - დაამატა მან. შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ გერმანიაში ქვეგანყოფილება გახსნა კრიპტოვალუტების კასტოდიალური სერვისების ერთ-ერთმა უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანია BitGo-მ. https://forklog.com/bolee-40-nemetskih-bankov-namereny-stat-bitkoin-kastodianami/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.