Jump to content

Samsung-მა დააანონსა 583-დუიმიანი 8K-ეკრანი The Wall TV


Recommended Posts

სამხრეთკორეულმა კომპანია Samsung-მა გააფართოვა ინტერიერის ეკრანების ხაზი. ამსტერდამში გამოფენა ISE 2020-ზე ტექნოლოგიურმა გიგანტმა წარადგინა რამდენიმე ახალი მოწყობილობა ინოვაციურ სერიაში - The Wall TV. 

image.png 

ფლაგმანური მოდელი გახლავთ 583-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით - 7680 х 4320 პიქსელი ან 8K UHD. ახალი დისპლეი განკუთვნილია კორპორატიული მომხმარებლებისთვის. პანელის ფიზიკური ზომები შეგიძლიათ მოცემული ფოტოთი შეაფასოთ. 

პანელი გამოირჩევა უჩარჩოო მოდულური კონსტრუქციით, რომლის წყალობით მიღწეულია მოქნილობის მაღალი დონე ისეთ შემხვევაში, როდესაც გსურთ ააწყოთ სასურველი დიაგონალის მქონე პანელი. შესაძლებელია არა მხოლოდ ზომის, არამედ დისპლეის პროპორციების შეცვლაც. შედეგად, ეკრანი ნებისმიერ სივრცეს მოერგება. დისპლეის სიგანე 30 მილიმეტრს შეადგენს. იგი შემოსაზღვრულია თხელი ჩარჩოებით, თუმცა მათი ზუსტი ზომა უცნობია. 

image.pngimage.png 

მწარმოებელი კომპანიის განცხადებით, ახალი The Wall ეკრანები მომხმარებლებს სთავაზობენ საუკეთესო ვიზუალურ შესაძლებლობებს. 583-დუიმიანი მოდელის პარალელურად Samsung-მა ასევე წარადგინა 437-დუიმიანი 8K-პანელები და 219-292-დუიმიანი მოდელები 4K UHD გაფართოებით. 

ახალი დისპლეები გაყიდვაში გამოვა ISE 2020 გამოფენის შემდეგ, რომელიც დასრულდება პარასკევს, 14 თებერვალს. პანელების ფასი ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა, თუმცა შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ 583-დუიმიანი დისპლეი ბაზარზე ჩაანაცვლებს 292-დუიმიან 8K პანელ The Wall Luxury-ს, რომლის ფასი დაახლოებით 1.7 მლნ აშშ დოლარია. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.