Jump to content

მიაღწევს თუ არა Bitcoin-ი 100 ათას აშშ დოლარს - რას ამბობენ კრიპტო ქომიუნითის წევრები


Recommended Posts

image.jpeg

Bitcoin-ის ფასის 10 ათას აშშ დოლარამდე ასვლამ დიდი ყურადღება მიიპყრო - ამ ფსიქოლოგიური დონის გადალახვის შემდეგ ბევრი პოზიტიურადაა განწყობილი და ელის, რომ პირველი კრიპტოვალუტა ზრდას გააგრძელებს. 

მაშ ასე, საინვესტიციო კომპანია Morgan Creek Digital-ის პარტნიორმა ენტონი პომპლიანომ განაცხადა, რომ კვლავ ელის 2021 წლისთვის Bitcoin-ის ფასი 100 ათას აშშ დოლარამდე გაზრდას. მთავარი ფაქტორ, რომელიც ფასს ასეთი დონისკენ უბიძგებ, იქნება შეზღუდული ემისია გაზრდილ მოთხოვნასთან კომბინაციაში. 

იმის შესახებ, რომ მაისში მოსალოდნელი ჰალვინგი მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება პირველი კრიპტოვალუტისთვის და ბევრად გაზრდის მის ფასს, პომპლიანომ ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში განაცხადა. 

BitMEX-ის აღმასრულებელი დირექტორი არტურ ჰეიესიც პოზიტიურადაა განწყობილი და მხოლოდ ერთ - აღმავალ მიმართულებას მოელის: 

„ნელი ტემპით, მაგრამ თავდაჯერებულად გავიმარჯვებთ რბოლაში. დასაწყისისთვის 20 ათას აშშ დოლარამდე ავალთ“ -  დაწერა მან. 

ტრეიდერმა და ანალიტიკოსმა ვილი ვუმ განაცხადა, რომ ამამინდელი მიღწევის მიღმა დგას „ვესტორების ფუნდამენტური აქტივობა“, რომელიც აძლიერებს ფასის მოძრაობას. 

ცნობილი Youtube-არხის წამყვანმა IvanOnTech-მა ყველას მიულოცა, ვინც ორწლიანი კრიპტო-ზამთარი გადაიტანა. 

hodlonaut ქომიუნითის წარმომადგენელმა კი მეტად თამამი განცხადება გააკეთა: 

„პროგნოზების დროა: ჩვენ ვეღარასდროს ვიხილავთ Bitcoin-ს 10 ათასდოლარიანი ნიშნულის ქვემოთ“. 

აღსრულდება თუ არა ეს პროგნოზი, დრო გვიჩვენებს. 

შეგახსენებთ, რომ 10 ათასდოლარიან წლიუ მაქსიმუმზე Bitcoin-ი გავიდა კვირას, 9 თებერვალს. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ჯერ ძალზე შორსაა ეგეთ მაჩვენებლამდე, ნუ მაქსიმუმ რაზეც ავიდა აქამდე იყო 2017 წლის დეკემბერში 20000$-მდე და წინა წლის ზაფხუკში 13800$ მიაღწიეა, წელს 10000$ მივიდა უკვე და ვნახოთ რამდენზე ავა მაქსიმუმ, რატომღაც მგონია რომ 10 წლის შემდეგაც საკმაოთ რთული იქნება მაგხელა მაჩვენებელზე ასვლა, გამორიცხული არაა მაგრამ ბევრი რამე კარგათ უნდა დაჯდეს 100000$ რომ მიუხლოვდეს ბიტკოინის კურსი

Link to comment
Share on other sites

გამორიცხული არაფერია თუმცა 100 000 ზე   2-3 წელში არამგონია მივიდეს, საერთოდ თუ მივიდა მაქამდე ისიც საკითხავია.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.