Magdalena Posted February 11, 2020 Share Posted February 11, 2020 AMD-იმ ლიდერობა მოიპოვა HEDT-პროცესორების ჯგუფში ახალი Ryzen Threadripper 3990X-ით. პროფესიონალმა ოვერქლოქერმა TSAIK-მა შეძლო 64-ვე ბირთვისა და 128 ნაკადის აჩქარება 5548,71 მეგაჰერც სიხშირემდე თხევადი აზოტის გამოყენებით. TSAIK-მა 3990X განათავსა MSI Creator TRX40 სისტემურ დაფაზე DDR4 ოპერატიული მეხსიერებით, 1866 მჰც სიხშირითა და 13-13-13-31 CL ტაიმინგით. ოვერქლოქერებს - "Splave" Golibersuch და SafeDisk-საც გამოუვიდათ Threadripper 3990X-ით რამდენიმე რეკორდის დამყარება. Splave-ს ამჟამად რეკორდები აქვს GPUPI-ზე, მრავალბირთვიან რეჟიმში Geekbench 3-და და Cinebench R20-ზე, მიღწეული შედეგები ასეთია: 5475,43 მჰც, 5 375 მჰც და 5 305,88 მჰც, შესაბამისად. აჩქარებისთვის ოვექლოქერმა გამოიყენა ASRock TRX40 Taichi დაფა. SafeDisk-ს ყველაზე მაღალი სიხშირეები აქვს მიღებული wPrime 1024m-სა და Cinebench R15-ზე, მისმა Threadripper 3990X-მა იმუშავა 5125 მეგაჰერცზე პირველ ტესტში და 5225 მჰც-ზე - უკანასკნელში. Threadripper 3990X-ს აქვს 288 მბ ქეშ-მეხსიერება (L2+L3), 128 PCIe 4.0 და 280-ვატიანი TDP, ასევე 2.9 გჰც სიხშირე 4.3 გჰც-მდე აჩქარების შესაძლებლობით. პროცესორი AMD Ryzen Threadripper 3990X ამჟამად ხელმისაწვდომია Newegg-ზე 4 ათას აშშ დოლარად. ჩიპის გამოყენება აგრეთვე შესაძლებელია TRX40 ჩიპსეტის მქონე, შედარებით ნაკლები ფასის მქონე სისტემურ დაფებზე. https://overclockers.ru/blog/Pris/show/33654/mirovye-rekordy-s-chastotoj-do-5-55-ggc-ustanovleny-s-amd-ryzen-threadripper-3990x-na-platah-msi-asrock-i-asus 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.