Magdalena Posted February 11, 2020 Share Posted February 11, 2020 კომპანია MSI-მ გამოუშვა პორტატული კომპიუტერი Limited Edition Rose Pink Prestige 14, რომელიც უპირველეს ყოვლისა განკუთვნილია მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის. მოწყობილობა ორიგინალურ, ვარდისფერ ფერშია გადაწყვეტილი. კომპლექტში შედის ლეპტოპის ჩანთა, მაუსი და გასაღებების ბრელოკი, რომლებიც ასევე ვარდისფერია. ლეპტოპი წარმადობის საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს ფლობს. კერძოდ, მასში გამოყენებულია Intel Core i7-10710U პროცესორი, რომელიც ფუნქციონირებს LPDDR3-2133 DRAM სტანდარტის 16 გბ მოცულობის ოპერატიულ მეხსიერებასთან ერთად. დისპლეის დიაგონალი 14 დუიმის ტოლია და აქვს 4K ან Full HD გაფართოება მოდიფიკაციის მიხედვით. მოწყობილობას აქვს 100%-იანი Adobe RGB ფერთა გამის მხარდაჭერა. გრაფიკული ქვესისტემის შემადგენლობაში შედის დისკრეტული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce GTX 1650. აღჭურვილობაში შედის 512 გბ მოცულობის SSD, Wi-Fi 6 და Bluetooth უსადენო კავშირების ადაპტერები, სტერეოფონური დინამიკები და ვებ-კამერა ინფრაწითელი სენსორით. ინტერფეისებიდან ხელმისაწვდომია ორი Thunderbolt 3 კონექტორი, ორი პორტი USB Type-A, HDMI 2.0 და სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი. მდედრობითი სქესისთვის განკუთვნილი MSI Limited Edition Rose Pink Prestige 14 ხელმისაწვდომია 1400 აშშ დოლარად. https://3dnews.ru/1003237 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.