Magdalena Posted February 10, 2020 Share Posted February 10, 2020 კვირას, 9 თებერვალს, პირველმა კრიპტოვალუტამ ახალი წლიური მაქსიმუმი დააფიქსირა და გადააჭარბა 10 ათასდოლარიან ზღვარს. ბოლოს ამ დონეზე Bitcoin-ი იყიდებოდა სამი თვის წინ - 2019 წლის ოქტომბერში. ბირჟა Bitstamp-ზე სტატიის წერის მომენტში Bitcoin-ი 10 138 აშშ დოლარზე იყო, BTC-ის ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებელმა 182 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ზრდა ფიქსირდება ციფრული აქტივების ვრცელ ბაზარზეც, რომელთა კაპიტალიზაციის ერთობლივი მაჩვენებელი 286 მლრდ აშშ დოლარს ზემოთაა. კაპიტალიზაციის მხრივ სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა Ethereum-ის ფასმა გადააჭრბა 227 აშშ დოლარს, Bitcoin Cash 454 აშშ დოლარად იყიდება, Litecoin-ის ფასი კი 77 აშშ დოლარამდე გაიზარდა. CoinMarketCap-ის ათეულში ლიდერი გახდა Bitcoin SV - ბოლო 24 საათის განმავლობაში მისი ფასი 18.5 %-ით გაიზარდა და შეადგინა 360 აშშ დოლარი. https://forklog.com/tsena-bitkoina-vpervye-v-2020-godu-vzletela-vyshe-10-000/ 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted February 10, 2020 Share Posted February 10, 2020 ცოტათი დაეცა ისევე და ჩამოცდა 10000$ უკვე, მაგრამ ეგ პირველი ცდა იყო, ზუსტათ ეგრე გააკეთა 9000$ რომ გაცდა მაგრამ საკმაოთ მალევე ავიდა მერე 9000$ და მეტი აღარ დაცემულა, წესით ეხლაც ეგრე მოხდება სულ მალე, ეთერეუმიც 230$, 220$-მდე ჩამოვიდა ლამის, ნუ 223$ გაჩერებული Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.