Magdalena Posted February 10, 2020 Share Posted February 10, 2020 გეიმერები უკვე დიდი ხანია ელოდებიან AMD-ის ფლაგმანური ვიდეო ბარათის გამოსვლას. გარკვეული დროის წინ ინტერნეტში გამოჩნდა უცნობი ბარათი Radeon 5950 XT, რომლის წარმადობის დონე 17,5 TFLOP იყო. ოპტიმისტური პროგნოზების მიუხედავად უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა და დღემდე მოარულ ხმად რჩება. პარალელურად კი ავტორიტეტული ქსელური წყარო აცხადებს, რომ Big Navi-ს ანონსი უკვე მოახლოვდა. Wccftech-ის ექსპერტების ინფორმაციით ფლაგმანური ბარათის ანონსი შედგება 2020 წლის 5 მარტს ფინანსური ანალიზის დღეს. აგრეთვე მოხდება RDNA 2.0 არქიტექტურის წარდგენაც, რომელიც საფუძვლად დაედება ახალ ფლაგმანურ ჩიპს და ასევე გახდება მომავალი თაობის Sony PlayStation 5 და Microsoft Xbox გეიმინგ კონსოლების შემადგენელი ნაწილი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენების წყალობით შესაძლებელი გახდება რეალურად მძლავრი და ენერგოეფექტური ბარათის შექმნა. თუკი ეს ინფორმაცია ნამდვილად შეესაბამება რეალობას, გამოდის, რომ AMD რამდენიმე თვით დაასწრებს Nvidia-ს: მომდევნო თაობის NVIDIA Ampere ვიდეო ბარათების ანონსი უნდა შედგეს Сomputex-ზე, რომელიც მიმდინარე წლის 6 ივნისს გაიმართება. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/33670/samaya-bystraya-videokarta-amd-big-navi-poluchila-datu-anonsa 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Inferno Posted February 10, 2020 Share Posted February 10, 2020 კარგია კარგია. ერთი ნვიდიასაც დაუბაბანოს და ეგაა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Sata Posted February 10, 2020 Share Posted February 10, 2020 მიდი აემდე შენთან ვართ! დავკლად ღორები! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OgaiB Posted February 10, 2020 Share Posted February 10, 2020 1 hour ago, Inferno said: კარგია კარგია. ერთი ნვიდიასაც დაუბაბანოს და ეგაა ერთხელ კი ჩამოგიტანე ნვიდიას დამბაბენებელი ახალს თავად იყიდი, დიდი ბიჭი ხარ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Inferno Posted February 10, 2020 Share Posted February 10, 2020 50 minutes ago, OgaiB said: ერთხელ კი ჩამოგიტანე ნვიდიას დამბაბენებელი ახალს თავად იყიდი, დიდი ბიჭი ხარ აბა ბიჭო კაი ქულები კი მოიტანა მაგ კარტამ.რავა ხარ იაგო? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.