Jump to content

ტექნიკური ანალიტიკოსი: მზარდ ტენდენციამდე Bitcoin-ი მცირე ხნით 9 ათას დოლარს ქვემოთ ჩამოვა


Recommended Posts

მანამ, სანამ 9600 აშშ დოლარიანი ნიშნულისკენ მოძრაობას განაახლებს, პირველი კრიპტოვალუტის ფასის მხარდაჭერის დონე 8867 აშშ დოლარი იქნება, დარწმუნებულნი არიან  CoinDesk Markets-ის ანალიტიკოსები. 

ბოლო პერიოდში ბაზარზე კვლავ დათვური განწყობაა - BTC-ის ფასი მცირე ხნით ჩამოვიდა მხარდაჭერის საკვანძო ხაზს ქვემოთ 9188 აშშ დოლარიან ნიშნულზე, რაც ივნისის მაქსიმუმიდან იყო დაწყებული. 

სტატიის წერის მომენტში ციფრული ოქრო 9200 აშშ დოლარად იყიდებოდა (Bitstamp). CoinMarketCap-ის მონაცემებით, საშუალო  კურსი დღის განმავლობაში 1.69% –ით შემცირდა. 

დღიური გრაფიკი 

image.png 

BTC/USD-ის გრაფიკი ბირჟა Bitstamp-ზე, TradingView-სგან 

ორშაბათს ფასის მიხედვით ჩამოყალიბდა Dodge candle, რაც მოწმობდა გაურკვევლობასა და ტრენდის შემობრუნების მაღალ ალბათობას. 

გარდა ამისა, „სამხრეთით“ შემობრუნდა ხუთდღიანი მოძრავი შუალედი (MA). ასევე, განწყობის მოკლევადიან ცვლილებზე მიანიშნა MACD-ინდიკატორის ჰისტოგრამამ, რომლის მაჩვენებელი ნულის ქვემოთ დაეცა. 

ოთხსაათიანი გრაფიკი 

image.png 

BTC/USD-ის გრაფიკი ბირჟა Bitstamp-ზე, TradingView-სგან 

შეინიშნება RSI-ს დათვური დივერგენცია 9600 აშშ დოლარიანი ნიშნულის წარუმატებელი შტურმის ფონზე. ამ ინდიკატორის მაჩვენებელმა უკვე მიაღწია დათვურ ტერიტორიას 50-იან ნიშნულს ქვემოთ. გარდა ამისა, პირველი დღე არაა, რაც MACD-ჰისტოგრამა წითლად ანათებს. 

ჯამში, ვიარება მიგვანიშნებს MA 200-სკენ ფასების დაცემაზე, რომელიც ამჟამად 8867 დოლარიან ნიშნულზეა. თუკი დინამიური წინააღმდეგობის ხაზი შენარჩუნდება და ამასთან RSI გაარღვევს დაღმავალ ტრენდს, ასეთ შემხვევაში დიდი ალბათობით მოხდება 2020 წლის მაქსიმუმის რეტესტი 9600 აშშ დოლარიანი ნიშნულით. 

წინააღმდეგ შემხვევაში მომდევნო მხარდაჭერის დონე იქნება 8500 აშშ დოლარი, შემდეგ კი - 8000. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

9000 ქვემოთ არ ვიცი მაგრამ 10000$ ვერაფრით ვერ გაცდა, როცა ეთერეუმი 180$-ან უკვე 215$ უახლოვდება, ეხლა ვფიქრობ ვიყიდო თუ არა 0.2070 ბიტკოინით 0.0210-ათ ეთერეუმი თუ სარისკოა უკვე ცხვირის შეყოფა და ფასის ვარდნას ჯობია დავუცადო ან ბიტკოინის კურსის გაზრდას, ბიტკოინი ამწუთას 9670$ შეჩერებული ეთერეუმი კი 210$ თუმცა 212$ იყო ასული, ისე ეხლა შევხედე ეთერეუმი-ბიტკოინის ტრენდს, 2019 წლის თებერვალში ყველაზე მაღალი ყოფილა კურსი 24 თებერვალს 0.0383ბტკ , შემდეგ კი 18 მაისს გაზრდიალა ყველაზე მაღლა 0.03315 ბიტკოინმადე ერთი ეთერა, ანუ თეორიულათ შეიძლება კიდე გაგრძელდეს ეთერეუმის კურსის გაზრდა თებერვალში, ვგულისხმობ ether-btc ფასს

Link to comment
Share on other sites

რაღაც ვერაა მართლა კარგ ფორმაში ბოლო თვეებია: https://www.coingecko.com/en/coins/litecoin ფაქტიურათ ზაფხულის შემდეგ არ ყოფილა მაღალი კურსი ბიტკოინთან შეფარდებაში, ამ ბიტკოინის ჰალვინგიდან იქნება რამე გამოვიდეს, მაგრამ რომც დაბუსტონ 25000$ ჩემი პროგნოზია ყველაზე კარგ შემთხვევაში, შეიძლება მივაყიდო კიდეც მთლიანათ და რაც ჩავდევი მაგ თანხას მაინც ამოვიღებ მთლიანათ, თუმცა 25000$ თუ ავიდა მაინინგიც უკეთესათ შეუბერავს მაგ პერიოდში, მეორე ვარიანტია სწრაბი ბუსტის გარეშე ნელ-ნელა გაზრდა კურსის შემდეგი 1-1.5 წლის მანძილზე, რომელი უკეთესია არავინ არ იცის, შეიძლება ეგ მეორე დაჟე, განსაკუთრებით შემდეგომი ეტაპისთვის უკვე, ეს სწრაფი დაბუსტვები კარგია, მაგრამ მერე როგორც წესი სული ძვრება ყველაფერი კიდე რამდენიმე თვე, წელი თუ არა, ნელ-ნელა კურსის ზრდა რეზკი დროპების გარეშე კი სტაბილურობის ნიშანია

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.