Jump to content

Justin Sun-ის ანონიმურობაზე ორიენტირებული ახალი პროექტი „ინტერნეტის გარდაქმნას“ გვპირდება


Recommended Posts

image.png

Tron Foundation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა ახალ პროექტ MPC Torch-ის შესახებ დეტალებზე, რომელიც მომხმარებლების ანონიმურობაზე ორიენტირებული პროტოკოლი TRONZ-ის ნაწილია. ამ უკანასკნელს საფუძვლად უდევს ტექნოლოგია zk-SNARKS. 

ჯასტინ სანის სიტყვებით დღესდღეობით პროექტს უკვე შეუერთდა 20 ადამიანი და ამჯერად იგი მონაწილეობისთვის იწვევს ფართო საზოგადოებას. 

MPC Torch Project შემუშავებულია TRONZ-ის გუნდის მიერ, რომელიც მუშაობს ანონიმურობის ფუნქციის ინტეგრაციაზე TRON-ის მთავარ ქსელში. იანვარში ჯანტინ სანმა უკვე ისაუბრა ინიციატივის შესახებ და განაცხადა: 

MPC Torch Project მოქმედებს ანონიმურობის ტექნოლოგია zk-SNARKS-თან ერთად ინტერნეტის გარდაქმნის მიზნით. საბოლოო მიზანია ამაღლდეს მთელი პროტოკოლის უსაფრთხოების დონე და წარმოდგენილ იქნას საიმედო პარამეტრების ნაკრები. TRON Foundation პირველია პრივატულობის სფეროში, იგი პროექტის ყველა მონაწილეს 100 აშშ დოლარით დააჯილდოებს. ქომიუნით ძალა ცალკეულ პირებშია, MPC Torch Project უფასოდ გადაეცემა მთელ კაცობრიობას“. 

მჟამად ჯასტინ სანმა დაადასტურა თავისი პირვადელი განცხადება და დაამატა, რომ დაინტერესებულ მომხმარებლებს შეუძლიათ პროექტის დეტალებს გაეცნონ Github-ზე, აგრეთვე გააგზავნონ მონაწილეობის სურვილის შესახებ განაცხადი მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. 

პროექტის აღწერაში მითითებულია, რომ MPC (Multi-Party Computation) - ეს გახლავთ პრივატულობაზე ორიენტირებული ტექნოლოგია, რომლის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ ერთობლივად გამოთვალონ ანონიმური საშუალებები ერთმანეთთან მათი გამოვლენის გარეშე და, შესაბამისად, უზრუნველყონ მონაცემთა მაქსიმალური უსაფრთხოება დეველოპერებისთვის. 

ინიციატივაში მონაწილეობისთვის მომხმარებლებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ აღჭურვილობა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: 

CPU: Intel Core i5 (მეექვსე თაობა ან მის ზემოთ) ან მისი ეკვივალენტი; 

ОС: Linux (რეკომენდებულია)/macOS/Windows 7+ ; 

ოპერატიული მეხსიერება: 8 GB RAM; 

500 GB მონაცემთა სანახი თავისუფალი სივრცე. 

შეგახსენებთ, რომ TRON-ის ქსელისთვის დაგეგმილი განახლებები ანონიმური ტრანზაქციების დამატებით ცნობილი გახდა გასული წლის გაზაფხულზე. დეკემბერში ჯასტინ სანმა გამოაცხადა, რომ პლატფორმა მზად არის აქტიური ტესტირების დასაწყებად. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.