Jump to content

ვიდეო ბარათი Intel Xe DG1 ბევრად სწრაფი აღმოჩნდა 7-ნანომეტრიან AMD Vega-სთან შედარებით


Recommended Posts

2020 წელს უნდა გამოვიდეს დისკრეტული ვიდეო ბარათი Intel Xe DG1. თავდაპირველად ჩანდა, რომ იგი ბიუჯეტურ სეგმენტზე იქნებოდა გათვლილი და მოგვევლინებოდა, როგორც NVIDIA GeForce 1030-ის ანალოგი. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ვიდეო ბარათი მეტად იაფად გაიყიდება, რადგანაც მსგავსი ბარათების შეძენის მსურველთა რიცხვი არც ისე დიდია და ამგვარ პროდუქტზე რეალური მყიდველების პოვნა რთულია. 

image.png 

თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ Intel მუშაობს იდეაზე - გააერთიანოს ინტეგრირებული და დისკრეტული ვიდეო ბარათები, შედეგად კი უნდა გაიზარდოს სიჩქარე რეალურ თამაშებში. ამჟამად wccftech-ის ექსერტები გვაცნობებენ, რომ ახალი ვიდეო ბარათი ბევრად სწრაფი იქნება AMD Vega სერიის 7-ნანომეტრიან გრაფიკულ ბარათებზე, რომლებიც ინტეგრირებულია Ryzen 4000 პროცესორებზე. 

მაგალითისთვის აღებულია მძლავრი 8-ბითვიანი პროცესორი Ryzen 7 4800U, რომლის გრაფიკა 59%-ით სწრაფია 14-ნანომეტრიან Vega-ზე. მაშ ასე, დისკრეტული ბარათი DG1 მას 40%-ით აღემატება. ეს ფაქტი არ შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვან მიღწევად, რადგანაც დისკრეტული და ინტეგრირებული გრაფიკის შედარება არასწორია. ექსპერტებს კი ამის ახსნა აქვთ. 

image.png 

საქმე ის არის, რომ ჩვენ წინაშეა ინჟინრული ნიმუში, რომლის ტაქტის სიხშირეები აუცილებლად გაიზრდება. უფრო მეტიც, ვიდეო ბარათი მცირე ხანია რაც მოხვდა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების ხელში ტესტირებებზე, ე.ი. იგი არ არის ოპტიმიზებული არსებულ პროგრამებზე. რამდენად სწრაფი იქნება Intel-ის ვიდეო ბარათი, უცნობია, თუმცა ის ფაქტი, რომ იგი მეტად პერსპექტიულად გამოიყურება, ეჭვს არავისში იწვევს. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ჩემში იწვევს ეჭვს. ვიდეოს პროექტი ჩათვალეთ ჩავარდნილი თემაა.

ან რეებს ადარებენ ერთმანეთს. თუ არის კიდე მართალი

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.