Jump to content

გეიმერები უპირატესობას კვლავ Intel-ის პროცესორებს ანიჭებენ და აიგნორებენ AMD-ის მაღალი წარმადობის პროცესორებს


Recommended Posts

სავაჭრო ქსელების მონაცემებით გასული წლის დეკემბერში Intel-ისა და AMD-ის გაყიდვების მოცულობას შორის გარღვევა გაიზარდა. Intel-ის მხარეს დაფიქსირდა გაყიდული პროცესორების 82%, AMD კი წარმოდგენილი იყო 18%-იანი მაჩვენებლით. კომპანიის გულშემატკივრებს სჯერათ, რომ ლიზა სუს თავისი კომპანია გამარჯვებისკენ მიჰყავს და კონკურენცია Intel-ზე ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდება, თუმცა ამასთან დაკავშირებით დიდი ეჭვები არსებობს. 

image.png 

Steam-ის ნოემბრის თვის სტატისტიკის მიხედვით Intel-ის მხარეს გეიმერების 79.5 % იყო, AMD-ს პროცესორებით კი გეიმერების 2.5-მა პროცენტმა ისარგებლა. ამჟამად კი, ხელმისწვდომი გახდა იანვრის სტატისტიკა და ვნახოთ, რა შეიცვალა. 

Intel-ის წილი 79%-ია, AMD-ს კი 0.5%-ზე ოდნავ მეტი ხვდა წილად. ეს გახლავთ გლობალური სტატისტიკა ყველა ოპერაციულ სისტემაში. რაც შეეხება Windows-ის მომხმარებლებს, აქ ვითარება AMD-სთვის შედარებით უკეთესია: 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის თებერვლამდე პერიოდში Intel-ის წიი თითქმის 2%-ით შემცირდა. შესაბამისად, ამდენივეთი გაიზარდა AMD-ის წილი. 

image.png 

შესაძლებელი იქნებოდა ამ ფაქტისთვის მცირე გამარჯვება გვეწოდებინა, თუმცა რეალურად 2%-იანი მატება მნიშვნელოვან ზრდას არ ნიშნავს. გეიმერები კვლავ მასიურად ყიდულობენ Intel-ის პროცესორებს და აიგნორებენ AMD-ს, მიხედავად „წითლების“ ჩიპების მაღალი უნივერსალურობისა. ამ პრობლემას კომპანია ჯერჯერობით ვერაფერს უხერხებს. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

საღოლ რუს ოვერებს, სტიმის მონაცემებით დადეს გაყიდვების სტატისტიკა :lol2:  იმენნა დასპონსორებული სტატიაა, რა კავშირშია სტიმი პროცესორების  საერთო გაყიდვებთან? ან თუნდაც გეიმერების არჩევანთა, მარტო სტიმია? სტიმი აქვეყნებს მათ მომხმარებლებში ამ ეტაპზე არსებული პლათფორმების რაოდენობას სადაც ნახევარზე მეტი ჯერ კიდე 1155-ის პენტიუმებზე და  ი3-ებზე ზის, უკანასკნელ თვეებში კი აფგრეიდების 80% ამდ-ზე კეთდება,  ამდ-მ ინტელი რო დაიხია გაყიდვებით ეგ ფაქტია რამდენიც არ უნდ იჭყვიტინონ ინტელის ფანებმა   და იგივე სტიმის სტატისტიკასაც გადავხედოთ კიდე 1-2 წელში და რადიკალურად იქნება შეცვლილი სტატისტიკა

 

 

  • Like 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ნუ სტიმზე დაახლოებით 100 მილიონამდე აქტიური უზერია, მაქედან დობრათ ნოუტები იქნება + ძველი საოფიზე კომპებზეც უბერავს ბევრი ისეთი სამუშაო აქვს, კაზუალური და დენდის გრაფიკიანი ძველი იგრები ძალიან ბევრ რაღაცაზე შეიძლება ითამაშო, მაგის გარდა როცა ამდ სული ძვრებოდა ძირითადათ ყველა ინტელებს თრეულობდა მაგ პერიოდში, ბევრმა გაყიდა შეიძლება სხვებმა დაითრიეს იაფათ და ეხლა უბერავენ მაგეებზე + ბევრ ჩინურ ინტერნეტ კაფეებში და არა მარტო ნვიდია-ინტელის სისტემებია ჯერ კიდევ რამდენიმე წლის უკან აწყობილი, მანდაც დობრათ სტიმის უზერები იქნებიან, მაგრამ ნელ-ნელა იზრდება 6 ბირთვინის წილიც, თუმცა საკმაოთ ნელი ტემპებით, 4 (4-8თრიდიანი) პროცესორების ჯამური წილი ძალზე დიდია ამ ეტაპზე სტიმზე, როგორც 1080P (60-280 გერციანი) მონიკების, 2K კი მატულობს მაგრამ ძალზე ნელი ტემპებით მაინც, თუ შედარებაა მანდ უფრო 6 და 8 ბირთვიანის % უნდა შეადარო ერთმანეთს, მანდ ჩანს რომ 6 ბევრათ პოპულარულია მაინც ამ ეტაპზე, არაა მოდელების მიხედვით დაყოფა როგორც ვიდეოკარტებში, მანდ ნვიდიას სრული დომინაციაა, განსაკუთრებით 1000 სერიის, ეგეთი შედარება უფრო საინტერესო იქნებოდა პროცესორებშიც, ჩისტა ბოლო გაყიდვებს რაც შეეხება ნოუტბუკ-პროცესორების მსოფლიო მაშტაბით ამაზე ზუსტი სტატისტიკა მე არ მეგულება მაინც:

5MPYTFG.png

ბოლომდე ზუსტი არც ეგ იქნება, მაგრამ მაღაზიებში რაც საღდებოდა ბოლო პერიოდში საერთო სურათს მაინც გვაჩვენებს, სპეციფიკურათ ითვლიან მაგ საიტზეც, ბევრი სისტემები უბრალოთ არ იტესტება და სტატისტიკის მიღმა რჩება, მაგრამ მაინც სტიმზე უფრო აქტუალურია, გაყიდვებს რაც შეეხება, ნუ 6 ბირთვიანი ინტელის მობილური პროცესორები ამ ეტაპზე გაყიდვებში უკონკურნტოა სანამ ამდ 7 ნანომეტრიან სერიას გაუშვებს გაყიდვაში, ყველა მაგეებს თრეულობდა ბოლო პერიოდში ძირითადათ გეიმერულ და არა მარტო ლეპტოპებში ვისაც მაქსიმალურათ მაღალი წარმადობა უნდოდა, ცხელებია კია საკმაოთ მაგრამ მაინც

Link to comment
Share on other sites

ტრუხაა

ატის პროცესორების გაყიდვებმა საგრძნობლად იმატა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება გეიმერებზე

Link to comment
Share on other sites

ატი ისე პროცესორებს არც არასდროს უშვებდა 1985-ან მოყოლებული რაც დაარსდა და აღარც არსებობს ეგ კორპორაცია ოფიციალურათ რაც ამდ შეურთდა 2006, მე სავსებით რეალური მგონია, გაყიდვები არა იმენა ეგ სტატისტიკა, ასობით მილიონობით მოძველებული სისტემები იქნება მსოფლიო მაშტაბით შემორჩენილი რომლებიც ჯერ ფუნქიონერებს, მაგ სისტემებზე მაინც საკმაოთ ბევრი თამაშობს ასე თუ ისე ( არაა აუცილებელი თანამედროვე თამაშებს რომლებსაც სერიოზული სისტემები ჭირდებათ), სტიმზე ეგეთი იგრები საკმარისზე მეტია ძლიერი სისტემები რომ არ ჭირდებათ, ზოგიერთი ეგეთი თამაში კი ძალზე პოპულარულია დღემდეც, ნუ E8400 და სელერონები არა მაგრამ თანამედროვე i3-5 ყოფნის ეგეთებს ზაპასით და რამე მოძველებული კარტაც, მაგ სისტემების ახლებით ჩანაცვლებას საკმაო დრო დაჭირდება, 67-33% ბაზრის წილიც მსოფლიო მაშტაბით ინტელის სასარგებლოთ სავსებით რეალურია სადაც 82-18% 2 წლის უკან იყო (ლაპარაკია ძალიან დიდ პაკაზატელებზე სადაც ყველა ჯერ კიდევ აქტიური სისტემები შედიან და ბოლო წლის გაყიდვების წილი მანდ 10-12% არ შეადგენდეს შეიძლება) , მაგაზე მეტით არ შემცირდებოდა ამ ეტაპზე ჯერ ეგრე მალე, უბრალოთ ბევრი გეიმერი ვიცი ვინც მარტო რეტრო და კაზუალური იგრებითაა გატაცებული (ბევრ ეგეთ თამაშს კი დენდის გრაფიკა აქვს)  და ახლები დიდათ კიდია ან ძლიერი გრაფიკა, ეგეთი კაკრაზ ნაკლებათ იყიდის ძლიერ სისტემას სხვა საქმისთვის თუ არ ჭირდება, განსაკუთრებით 8+ ბირთვიანს,  არის რაღაც სისტემის მინიმუმი და მაქსიმუმი რაზეც შეიძლება ითამაშო ასე თუ ისე ნორმალურათ და ეგ მინიმუმი სტიმზე ძალზე დიდი რაოდენობით იქნება ჯერ კიდევ შემორჩენილი, როგორც საშვალო სიმძლავრის სისტემები (ლაპარაკია 4-8 თრიდიან 4 ბირთვიანებზე და შეიძლება ბიუჯეტურ 6 ბირთვიან პროციკებზე უკვე შედარებით თანამედროვე კარტებით და 8გბ-16გბ ოპერეატიულით თუნდაც)  ამიტომ მაგ სტატისტიკას არა მგონია დიდათ აყალბებდენ, შეკვეთილი სტატიაა თუ რაცაა არ ვიცი მაგრამ სტატისტიკა შეიძლება სავსებით რეალური იყოს, ეპიკსტორზე არაა ეგეთი სტატისტიკა ისე, საინტერესო იქნებოდა შესადარებლათ, მაგ რაოდენობით არ იქნება ძველი იგრები როგორც სტიმზეა თავმოყრილი და სისტემებიც უფრო ახლები უნდა ქონდეთ წესით გეიმერებს, ისე მაგ პლატფორმაზეც კი დაგროვდება 100 მილიონი მომხარებელი, უბრალოთ აქტიურათ მაგ რიცხვიდან უფრო ცოტა თამაშობს, სტიმზეც 120 მილიონამდეა მგონი მაგრამ ბევრი იშვიათათ უბერავს მაინც მაგ რიცხვიდან, ისე კი რეალური ფინანსური მაჩვენებლები ამ ეტაპზე ასეთია, ინტელი აკეთებს 1 კვარტალში იმდენს რაც ამდ მთელი წლის მანძილზე (2019 წლის მანჩვენებლებია ეგ ორივე კოპრორაციის) , ანუ ადრე იყო 6-7-მაგი სხვაობა როცა უჭირდა ამდ 5-6 წლის უკან ჯერ კიდევ, ეხლა დარჩა 4-4.5-მაგი სხვაობა, მანდ რა თქმა უნდა არა მარტო პროცესორები შედიან არამედ ყველაფერი რაშიც ამდ და ინტელი მოღვაწეობს, თუმცა ამდ ძირითადი გამომუშავება მაინც პროცესორები-ვიდეოკარტებით შემოიფარგლება, მესამე ადგილზე ალბათ კონსოლების ჩიპები იქნებიან, აი სკრინი რომ  დავაგდე ზევით ბოლო წლების გაყიდვების ტენდენციას გაცილებით უფრო კარგათ ასახავს, ინტელის ძალზე გაბერილ ფასებსაც თუ გავითვალისწინებთ და დეფიციტს არც ისე ცუდათ უბერავენ დაჟე კრუპნი მაღაზიების რამკებითაც რომ შემოვიფარგლოთ და OEM-გოს-კორპორაციულ ზაკაზებს დავანებოთ თავი, ამას ენდობა კიდე ბევრი ვიცი, არაიფიციალურ ბაზრის წილს რაც შეეხება https://www.cpubenchmark.net/market_share.html რეალურ ფინანსური წლის სტატისტიკასთან საკმაოთ ახლოს უნდა იყოს ეგ სტატისტიკა წესით, ეგეთი სტატიტიკა კი მგონი ყოველი ფინანსური წლის დასრულების შემდეგ იდება, ფინანსური წელი მგონი მარტის ბოლოს სრულდება, სტატისტიკა კი მაისში იდება ხოლმე ყოველწიურათ და ადგენენ დამოუკიდებელი ანალიტიკოსები, წინა წელს ჯერ კიდევ 82-18% იყო ინტელის სასარგებლოთ, ეგ 2019 წლის მაისში, 2020 წლის მაისში დაიდება ახალი ეგეთი სტატისტიკა, მაგრამ მანდ აბსოლიტურათ ყველაფერი შედის (ნოუტბუკების,მეინსტრიმ-ექსტრიმალური პროცესორების გაყიდვები მსოფლიო მაშტაბით, სერვერული სეგმენტი, OEM-კორპორაციული-გოსტრუქტურების დასტავკები მსოფლიო მაშტაბით და ასე შემდეგ) ანუ ჩისტა მეინსტრიმ-ენტუზიასტური პროცესორების გაყიდვების წილი მაღაზიებში რაც საღდება ძირითადათ შეიძლება მარტო 20-25% კი შეადგენდენს მაგ საერთო თანხიდან, აი დაიდება განახლებული სტატისტიკა რამდენიმე თვეში და ვნახოთ რამდენათ შეძლო ამდ ბოლო ფინანსური წლის მაშტაბით მაგ დიდი სხვაობის შემცირება, ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ყველა სექტორებში ჯერ ვერ უბერავენ მთლათ კარგათ განსაკუთრებით მეინსტრიმ-ექსტრიმალურ სეგმენტს თუ შევადარებთ იგივე ნოუტბუკ-სერვერულ სეგმენტებს თუნდაც, პროგრესი რა თქმა უნდა არის მანდაც მაგრამ ისეთი დიდი არა როგორც თვითონ გაუხარდებოდათ, ბევრი რამე მაინც საერთო დაფინანსებაზე, პასტავკების ჯამურ რაოდენობაზე და დალგასროჩნი კონტრაქტებზე იქნება დამოკიდებული მსოფლიო მაშტაბით რაც აქვს ინტელს და ამდ OEM მწარმოებლებთან და გოს-კორპორაციულ სტრუქტურებთან სადაც მილიარდობით მაყუთი კეთდება ყოველწლიურათ

Link to comment
Share on other sites

ხალხი მასიურად ჯერ 1155 ზის. ეგ სტატისტიკაა არის ტუფტა.

ევროპაში ბევრგან გაყიდვებით გადაასწრო აემდემ და გერმანიაში საერთოდ კატასროფა აქვს ინთელს.

ასე მალე ვერ მოხდება ბაზრის ნაწილის შეცვლა. აი 3-4 წელიწადში მაგ სტიმშიც შეცვლილი იქნება სურათი.

მე კი სახალხოდ  რომ ვაკვირდები საქართველოშიც მკვეთრად დაიწყო ამდმ გამოჩენა ბაზარზე. მარკეტებზე და ფორუმებზე ძალიან ბევრი რიზენი იყიდება.

აქაც ამ ფორუმზე უმეტესობამ რიზენები იყიდა და ყიდულობს. მობილური ბაზარი უკავია მოშნათ ინთელს. არადა ხალხი ნოუთბუქებზეა გადასული უმეტესობა.

ნუ გეიმერებს არ ვგულისხმობ. ჩვეულებრივ მომხმარებელს ვგულისხმობ. ჩემს გარშემო უმეტესობა ოჯახებს დესკტოპები აღარ აქვს. 

 

Link to comment
Share on other sites

ისიც ნუ გავიწყდებათ რომ ზოგადათ ენტუზიასტური-ექსტრიმალური პროცესორების ბაზარი არც ისე დიდია მსოფლიო მაშტაბით როგორც ბევრს გონია თუნდაც ამ საიტებზე და ეგ გეიმერულ სექტორსაც ეხება,  დენდის გრაფიკიან თამაშებს კი იგივე 2700 რიზენის მეოთხედიც არ ჭირდება, ამიტომ ჯერ კიდებ ბევრი იჯდება მოძველებულ სბორკებზე, სანამ მაგ სბორკებს სული არ გაძვრება შეიძლება მანამდეც, 15 წლის უკანდელს სისტემებზე არა მაქვს ლაპარაკი რა თქმა შედარებით უფრო ახლებზე ან უბრალოთ ბიუჯეტურ შედარებით ახალ სისტემებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ხოდზეა და ითამაშება რაც მთავარია, რაც შეეხება 4-8 თრიდიან ინტელებზე ან 6 ბირთვიან ბიუჯეტურ პროციკებზე სტიმზე ეგეთი ჯერ კიდევ უამრავი იქნება და ყველაზე დიდი % ექნება დაკავებული, არა აქვს მნიშვნელობა ვინ რა იყიდა და გაყიდა, ნახმარია თუ ახალი ნაყიდი, რაც მთავარია ექსპლუატაციაშია ჯერ კიდევ და ხმარობენ სტიმის უზერები, ამდ კი მაგის 10% თუ ყიდის ყოველწლიურათ, რომც ჯობდეს გაყიდვებით ინტელს მსოფლიო მაშტაბით სტატისტიკაში ეგრე მალე არ მოხდება ცლვლილებები, წლებია მაგისთვის საჭირო, მაგას ადასტურებს 6-8 ბირთვიანი პროცესორების ბაზრის წილის წლიური გაზრდაც სტიმზე + მანდ შედის საოფისე სისტემებიც, რომლებზეც ბევრი თამაშობს და ენტუზიასტურ სბორკებამდე ბევრი უკლია და რა თქმა უნდა უამრავი ნოუტბუკების რაოდენობაც რომლის უმრავლესობა ინტელებზე იქნება ამ ეტაპზე, მაგის გარდა ჩინურ ინტერნეტ კაფეებში ოხრათ ინტელები იქნება თავმოყრილი ახლები და არა მარტო რაც რამდენიმე წლის წინ იქნებოდა ნაყიდი რიზენების გამოსვლამდე და ჯერ კიდევ ხოდზეა, ზოგადათ იმ რეგიონებში სადაც გეიმინგი განვითარებულია ჯერ კიდევ დობრათ ინტელის სისტემები იქნება თავმოყრილი და საკმაოთ დიდი რაოდენობით 3-4 წლის უკანდელი სბორკებიც და უფრო ძველებიც 3000-4000-6000-7000 სერიიდან და არა მარტო 8000-9000 სერია, ბევრი გეიმერი არ მიეკუთვნება ენტუზიასტებს და სულაც არ ჩქარობენ სისტემის აპგრეიდს და მაქსიმალურათ ძლიერი სბორკის შეძენას, რიზენებიც პირველ რიგში იმათმა აიღეს ვისაც უფრო მძლავრი სბორკები ჭირდებოდა საქმისთვის + ენტუზიასტები, რაც შეეხება ინტელიდან ამდ-ზე მასიურათ გადაბარგებას ეგ ჯერ არ მომხდარა, ბევრი ჯერაც ინტელებზეა დასკუპული, შემდეგი სისტემა შეიძლება ამდ-ზე იყოს მაგრამ ინტელი ამ ფორუმზეც და სხვა ხარდის ფორუმებზეც საკმარისზე ბევრს აქვს ჯერ კიდევ

Link to comment
Share on other sites

მე  მაგალითად მალე ახალი სისტემის ყიდვას ვაპირებ და უეჭველად ამდ ზე ავაწყობ. არადა 1 წლის უკან ვერც კი წარმოვიდგენდი ამდ ზე თუ ვიფიქრებდი 

Link to comment
Share on other sites

ნუ ჩისტა გეიმინგისთვის ეხლავე რომ არ ვიღებდე მე დავუცდიდი 11 სერიის ინტელის 8 ბირთვიანს ან ამდ 4000 სერიის 8 ბირთვიანს, ახლო მომავალში რომ ვიღებდე უფრო ალბათ 10600-10700 დავჯერდებოდი, ისე კი 3700X ალბათ, ლაპარაკია ჩისტა გეიმინგისთვის სხვა  რაღაცეებისთვის ესეც მყოფნის რაც მაქვს, რახან მძიმე გამოთვლებისთვის მე სისტემა ამ ეტაპზე არ მჭირდება დიდათ, ყველაფერს ვზომავ მინიმალურ და საშვალო ფპს-ში 1080P-2K რისი თავიც აქვს პროცესორს ძლიერ კარტებზე 144+ გერციან მონიკებზე მომთხოვნ იგრებში სინგლში და სტრიმინგის გარეშე (ონლაინი და სტრიმინგი მე არ მადარდებს საერთოდ, მაგრამ 60 გერციდან 144 გადასვლა კი მინდა ნამდვილათ და გაფართოვების გაორმაგებაც) , მერე ვუყურებ უკვე ფასებს, თუ სხვაობა 100$ მეტი არაა საშვალოთ ვიღებ ინტელს, თუ ნამეტარი დიდი განსხვავებაა მაშინ ამდ ჯობია უკვე, სად ავიღებ, ნახმარი იქნება თუ ახალი ჩემთვის ისეთი დიდი მნიშვნელობა არა აქვს პრინციპში, ანუ გარანტია და ეგეთები დიდათ არ მადარდებს თუ ფასი ადეკვატური ედება, პირველ ჯერზე მაინც უფრო 1080Ti, ან 2070 სუპერი უნდა ჩავიდგა თუ დავაპირე სისტემის შეცვლა, მეტი არა მგონია, თამაშს კი უფრო 2K 144 ვაპირებ, ზოგადათ ვინ რას აიღებს ბევრი რამე მაინც ფინანსებზეა დამოკიდებული და არა მარტო ამდ ჯობია თუ ინტელი, ზოგს უღირს დიდი აპგრეიდის გაკეთება ზოგს არა, ზოგს კი უბრალოთ არ შეუძლია ფინანსების გამო და ეგ ყველაფერი მთელ მსოფლიოსაც ეხება არა მარტო ამ ფორუმს, მაგრამ თუ ვიყიდე 1600-1700 ლარიანი 2K 144 გერციანი გეიმერული მონიკი და სისტემაზე არ მექნება მაყუთი შემიძლია მაინინგ რიგიდანაც ამოვაძრო 1080Ti და მაგი ჩავიდგა ჩემ სისტემაში, სინგლში და 2K 80fps ფარგლებში კი გამიქაჩავს მაგაზეც 16გბ რამით და მერე რამეს მოვიმოქმედებ, თუ მაინინგმა და ბიტკოინმა ჩაისვარა, ნუ უფრო მეორემ მაგ შემთხვევაში საერთოდ არაფერს არ ავიღებ, შეიძლება გეიმინგსაც აღარ დავუბრუნდე და რაც მაქვს მაგას სანამ არ გაძვრება სული მანამდე დავიტოვო რასაც ქვია, ეგრე შემომრჩა წინა სხვერდაძველებული სისტემაც რომელიც ფაქტიურათ 2009 წლიდან მოყოლებულ 2014 წლამდე მქონდა 2გბ რამით და E8400@4GHZ და ყოველგვარი სსდ გარეშე, GTX260 ლოლ, მერე ჩამივარდა ხელში მაყუთი და ავიღე მაქსიმალურათ ძვირიანი სბორკა რისი აღებაც შეიძლებოდა მაშინ ხელზე 2014 წლის შემოდგომაზე, როცა მაქვს არ მენანება ხოლმე ფული სისტემისთვის, მაგრამ პროცესორს 300$-ზე ძვირიანს ნამდვილათ არ ვიყიდი, როგორც ვიდეოკარტას 1500 ლარზე ძვირიანს, ნუ გეიმინგისთვის მე ეგეთიც მეყოფა და სხვას ამ ეტაპზე არაფერს ვსაქმიანობ ისეთს, მაინინგში კი მარტო მძლავრი კარტებია საჭირო და კვება, მაზერი და პროცესორი რაც გინდა ის ჩადგი როგორც ოპერები და სსდ, ანუ აპგრეიდი როგორც ეგეთი ნამდვილათ არ მკიდია, მაგრამ როცა მაქვს მაყუთი მაგ ყველაფრისთვის მარტო მაშინ ვინტერესდები ხოლმე უფრო აქტიურათ, მანამდე ჩემთვის აზრი არა აქვს თუ მაინც ვერაფერი ვიყიდე

Link to comment
Share on other sites

რა ინტელი რის ინტელი,  გაგებაც არ მინდა არც ინტელის და არც მაგათი ფასების, მეც ამდ-ზე ვაწყობ სისტემას,(თითქმის ავაწყვე):)

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.