Jump to content

Chainalysis: დარქნეტში Bitcoin-ის პოპულარობა ზრდას აგრძელებს


Recommended Posts

Chainalysis-ის მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დარქნეტში Bitcoin-ის გამოყენება, მათ შორის ნარკოტიკების შესყიდვისთვის, ზრდას აგრძელებს. 

კომპანიის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ გასული წლის მეოთხე კვარტლის განმავლობაში დარქნეტ-ბაზრებზე განხორციელებული Bitcoin-გარიგებების მოცულობამ 600 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ვხედავთ დარქნეტ-მარკეტფლეისის შემოსავლების ზრდას. იგი განსაკუთრებით მკაფიოდაა გამოხატული 2019 წლის პერიოდში, ერთი წლით ადრე კი უმნიშვნელო კლება შეიმჩნეოდა: 

image.png 

თუმცა, Bitcoin-ისა და Altcoin-ების წილი ასეთ მარკეტფლეისებზე დიდი არ არის და 1 %-საც არ შეადგენს. მომდევნო გრაფიკზე ვხედავთ, რომ Bitcoin-ის წილი დარქნეტ-ბაზრებზე მიმდინარე ოპერაციებში ნელ-ნელა იზრდება, გაცილებით აქტიურად BTC გამოიყენება საქმიანობის ლეგალურ სფეროებში: 

image.png 

Chainalysis-მა ხაზი გაუსვა, რომ დარქნეტში Bitcoin-ის აქტიურობაზე დიდ გავლენას არ ახდენს კრიპტოვალუტის ფასის ცვლილებები. 

ძველად კომპანიის მიერ გაკეთებული დასკვნის მიხედვით კრიპტოვალუტის მფლობელეი ყველაზე ხშირად მიმართავენ სერვისებს პრივატულობის მიზნით და არა იმისთვის, რომ დამალონ არალეგალური შემოსავლები. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.