Jump to content

2020 წლის საუკეთესო გეიმინგ მონიტორები techspot-ის ვერსიით


Recommended Posts

ბაზარზე უამრავი მონიტორი არსებობს, რომელთა შორის გარკვევა და არჩევანის გაკეთება  საკმაოდ რთულია. ვებ-გვერდ techspot-ის ექსპერტები გვთავაზობენ თავინთ არჩევანს მონიტორებში და გვთავაზობენ ერთ-ერთ მოდელს, რომელიც კარგი ვარიანტია როგორც რეგულარულად გეიმინგით დაკავებულ პირებისთვის, ასევე მათთვის, ვინც პერიოდულად თამაშობს. 

პირველი, რაზეც ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ - ეს გახლავთ ეკრანის გაფართოება. მათი აზრით, 2020 წლისთვის მეტ-ნაკლებად ოპტიმალური გაფართოებაა 2К (1440р). მასზე დაბლა მდგომი ყველაფერი მორალურად დაძველდა თანაც იმის გათვალისწინებით, რომ მონიტორს ყიდულობთ მინიმუმ 3 წლის მანძილზე გამოყენებისთვის. ექსპერტები აგრეთვე ამტკიცებენ, რომ ამჟამად 27 დუიმზე ნაკლები დიაგონალის მქონე მონიტორის ყიდვა არ ღირს. 

image.png 

საუკეთესო IPS: LG 27GL850 27 Ultragear Nano IPS. 

144 ჰერცი, 95%-იანი DCI-P3 ფერთა გამა და ბევრი სხვა მახასიათებელი მას უნივერსალურ მონიტორად აქცევს. მის ნაკლოვანებად შეიძლება დასახელდეს მხოლოდ მცირედით შავი ფერის არასრულყოფილება და კონტრასტულობის დაბალი დონე, თუმცა როგორც კი ეს მონიტორი ქვენი საკუთრება გახდება, მისი ნაკლოვანებების შესახებ დაგავიწყდება. 

image.png 

საუკეთესო VA: LG 32GK650F QHD 32.  

ამ მონიტორის მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია კონტრასტულობის მაალი დონე და იდეალური შავი ფერი. გარდა ამისა, იგი IPS ანალოგებზე გაცილებით ნაკლები ღირს. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ წინაშეა არა 27-დუიმიანი მონიტორი, არამედ დიდი, 32-დუიმინი მოწყობილობა მთელი რიგი უპირატესობებით. მისი რეაქციის დრო 1 მილიწამია, კადრის განახლების სიხშირე - 144 ჰერცი -  ეს შესანიშნავი მაჩვენებლებია, რაც გადამწყვეტია კარგი გეიმინგ მონიტორის შერჩევისას. 

image.png 

საუკეთესო TN. HP Omen X 27 240 ჰც 

თქვენს წინაშეა კიბერსპორტსმენის ნამდვილი ოცნება. 240 ჰერცი ყველაზე ხელმრუდე გეიმერსაც კი კარგ სნაიპერად აქცევს. ფასი არ გახლავთ იდეალური, თუმცა ამ მოდელში წარმოდგენილია ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც მფლობელს უზრუნველყოფენ შესანიშნავი შეგრძნებებით ნებისმიერ თამაშში. 

image.png 

 
საუკეთესო ბიუჯეტური IPS. Viewsonic VX2758-2KP-MHD 27. 

ეს მონიტორი საუკეთესო მოდელებ დიდად ვერ უტოლდება, თუმცა იგი გახლავთ ერთგვარი კომპრომისი, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეაბიჯოთ გეიმინგის სამყაროში მინიმალური ბიუჯეტით. ექსპერტების აზრით იგი ყველაზე ოპტიმალური მონიტორია. 320 აშშ დოლარი ფასის გათვალისწინებით ეს მონიტორი ბაზარზე არსებული საუკეთესო შემოთავაზებაა. 

 

Link to comment
Share on other sites

LG 27GL850 27 Ultragear Nano IPS. არ ჩანს ცუდი, მაგრამ მაქსიმუმ სდრ რეჟიმში ჯობია ალბათ აქ რომ 2K 144 გერციანი სამსუნგები იყიდება მაგეებს, LG მაინც ახალ იპს ნანო მატრიცაზეა და კარგი ჩვენება ექნება უფრო, მაგრამ ჩვენთან ეგეთები არ იყიდება მაღაზიებში, რომც გამოჩნდენ მინიმუმ 2200-2400 ლარამდე ედება მეტი თუ არა ალბათ, სადაც სამსუნგი 1500-1700-მდე ღირს, ანუ ფასი-ჩვენებით სამსუნგი ჯობია მაინც მთლიან ჯამში, ყველაზე ადეკვატური ფასი ადევს სპეციფიკაცია-ზომიდან გამომდინარე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.