Jump to content

Nokia ამზადებს სამ სმარტფონს MWC 2020-ზე ანონსისთვის


Recommended Posts

ფინურმა ბრენდმა Nokia-მ 2017 წელს განაახლა სმარტფონების გამოშვება. სამი წლის განმავლობაში ლეგენდარული ბრენდის ასორტიმენტი სხვადსხვა საფასო კატეგორიის სამი ათეული ახალი მოდელით შეივსო. კომპანია ახალ მოწყობილობებს ორ გამოფენაზე უშვებს: IFA-სა და MWC-ზე. არც მიმდინარე წელი იქნება გამონაკლისი. როგორც ცნობილი გახდა, ბარსელონაში Mobile World Congress 2020 გამოფენაზე ბრენდი მინიმუმ სამ ახალ სმარტფონს წარადგენს. საუბარი ეხება დაბალბიუჯეტურ Nokia 5.2-სა და Nokia 1.3-ს, აგრეთვე კომპანიის პირველ 5G სმარტფონს, რომლის სახელწოდება იქნება Nokia 8.2 5G. 

image.png 

მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერის მქონე მოდელი არ იქნება ფლაგმანური სეგმენტის მოწყობილობა. დიდი ალბათობით მას ექნება 7-ნანომეტრიანი მობილური პროცესორი Qualcomm Snapdragon 765G და MediaTek Dimensity 1000 ჩიპსეტი. 

Nokia 8.2 5G-ს დიზაინი Nokia 7.2 (იხ. ფოტოზე ქვემოთ) მოდელის სტილში იქნება წარმოდგენილი, თუმცა თითის ანაბეჭდის სკანერი უკანა პანელიდან გვერდით ნაწილზე გადავა. ბატარეის მოცულობა 3500 მა/სთ იქნება. საბაზისო მოდიფიკაციის სმარტფონს ექნება 6 გბ ოპერატიული და 128 გბ ფლეშ-მეხსიერება. ამ მოდელი ფასი 500 აშშ დოლარი იქნება. აგრთვე უნდა აღინიშნოს, რომ  კომპანია HMD Global-მა, რომელიც ბრენდ Nokia-ზე ფლობს უფლებებს, უარი განაცხადა იდეაზე - გამოსულიყო სმარტფონი 5G მხარდაჭერის გარეშე. 

image.png 

Nokia 5.2 გარეგნულად Nokia 6.2-ის მსგავსი იქნება (იხ. ფოტოზე), რომლის წარდგენა მოხდა გასულ წელს გამოფენა IFA-ზე ბერლინში. სმარტფონს ექნება 6.2-დუიმიანი LCD პანელი და Snapdragon 632 პროცესორი. 

ძირითადი კამერა წარმოდგენილი იქნება ორი - 16 და 8 მეგაპიქსელიანი მოდულებით. სელფი კამერის გაფართოება 8 მეგაპიქსელია. სმარტფონის კვებას უზრუნველყოფს 3500 მა/სთ მოცულობის ბატარეა. საბაზისო კომპლექტაციის Nokia 5.2-ს ექნება 3 გბ ოპერატიული და 32 გბ ფლეშ-მეხსიერება, მისი ფასი იქნება 169 ევრო. უფროს მოდელს კი იქნება 4 გბ ოპერატიული და 63 გბ მუდმივი მეხსიერება. ამ მოდელის ფასი ჯერჯერობი უცნობია. 

 
image.png 

სამი ახალი სმარტფონიდან ყველაზე მოკრძალებულ მოდელად მოგვევლინება Nokia 1.3. მას ექნება 6-დუიმიანი დისპლეი და კომპანია MediaTek-ის პროცესორი. ცალკრისტალიანი სისტემის ზუსტი მოდელი არ კონკრეტდება. არის ალბათობა, რომ Nokia 1.3 იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Android Go Edition-ის ბაზაზე. 

სმარტფონს ექნება 1 გბ ოპერატიული და 8 გბ ინტეგრირებული მეხსიერება, ასევე 4000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. ეს მოდელი გაიყიდება 79 ევროდ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.