Jump to content

ექსპერტებმა დაასახელეს საუკეთესო გეიმინგ მონიტორი, რომლის ფასიც მუდმივად გაიზრდება


Recommended Posts

გარკვეული პერიოდის წინ კომპანია Eve-მ დაიწყო ფულადი რესურსების მოძიება დაუჯერებლად კარგი მონიტორის წარმოებისთვის, რომელიც მოდელების უმეტესობას მახასიათებლებით აღემატება. მოწყობილობაზე მუშაობა დიდხანს გაგრძელდა, ჯამში კი მივიღეთ საუკეთესო მონიტორი. 

image.png 

წარმოდგენილია სამი ვარიანტი, რომელთაც განსხვავებული მახასიათებლები და ფასები აქვთ. ორი უფროსი მოდელის სიკაშკაშის მაჩვენებელია 750 კდ/მ2 , უმცროსი მოდიფიკაციისა კი - 450. რეაქციის დრო 1 მილიწამს შეადგენს. 

სამივე მოდელის ზომა 27 დუიმია. უფროსი მოდელი წარმოდგენილია 4K გაფართოებით, უმცროსი კი - 2K-თი. განსაკუთრებით საინტერესოა ფასის მხრივ საშუალო მოდელი, რომლის კადრის განახლების სიხშირე 240 ჰერცია. უმცროსი და უფროსი მოდელების სიხშირე კი 144 ჰერცს შეადგენს. სამივე მონიტორს 98%-იანი DCIP3 ფერთა გამა აქვს. უმცროსი მოდელი წარმოდგენილია HDR400, ორი უფროსი კი - HDR600 სერტიფიკაციით. 

image.png 

უმცროსი მოდიფიკაციის ფასი 359 აშშ დოლარია, საშუალოსი - 499 აშშ დოლარი, უფროსი მოდიფიკაციის ღირებულება კი 599 აშშ დოლარს შეადგენს. სადგამი ცალკე იყიდება 99 აშშ დოლარად. ყველაზე საინტერესო გახლავთ ის, რომ 500 ერთეულისგან შემდგარი პირველი პარტია მომენტლურად გაიყიდა. მწარმოებელი კომპანია აცხადებს, რომ ყოველი მომდევნო პარტიის ღირებულება წინაზე 10 აშშ დოლარით მეტი იქნება. საუკეთესო გეიმინგ მონიტორის შეძენისთვის უკვე რიგები დადგა. მასიური გაყიდვები დაიწყება 2020 წლის მეოთხე კვარტალში, თუმცა ასიათასობით გეიმერი უკვე მზად არის შეკვეთის გასაფორმებლად. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

IPS მატრიცაზე ყოფილა ეგ მონიტორები და ყველაზე საინტერესო ისაა თუ რა ტიპის 1 მილიწამიანი რესპონს თაიმი აქვს მაგ მონიტორს?  ათასი მარკეტინგული ხრიკით ამცირებენ ხოლმე მაგ მილიწამებს ნეტა სტანდარტული ტესტირებითაა ეგ შედეგი მიღებული?

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

3 hours ago, fashisti said:

საინტერესო ისაა თუ რა ტიპის 1 მილიწამიანი რესპონს თაიმი აქვს მაგ მონიტორს?  ათასი მარკეტინგული ხრიკით ამცირებენ ხოლმე მაგ მილიწამებს

+1

Link to comment
Share on other sites

არანაირი 1მს მილიწამი არა აქვს საშვალო და მაქსიმალურ რესპონს რაც შეეხება, აი ასეთი სიტუაციაა ბოლო მიმოხილვაში რომ ვნახე სხვადასხვა მოდელებზე:

 

 

მაგრამ იპს უფრო შუსტრია მაინც VA მატრიცაზე და ფერებიც უკეთესი აქვს და ანალოგიურ ბიტებზე, როგორც ხედვის კუთხე, ზატო შავი ფერი როგორც სერი ისეთია დაბალი კონტრასტის გამო + გლოუვინგი აქვს იპს-ზე, რა არის ნორმალური, ალბათ 15მს-ზე ქვევით როცა უბერავს მაქსიმალური რესპონსი, დანარჩენზე ექნება გარკვეული პრობლემები მაგრამ ყველგან ეგ არ დაეტყობა, აი ინპუტ ლაგი მართლა ძალზე კარგი აქვს მაგ გეიმერულ მოდელებზე, მაგ მხრივ არაფერი დაეწუნებათ ნამდვილათ, უმრავლესობას 5მს-ზე ქვემოთ აქვს ეგ პაკაზატელი და მანდ არ ცრუობენ უკვე, ეგ კაკრაზ ონლაინისთვის იქნება აქტუალური, GTG რესპონსი ეგრე ძალიან არ ჭირდება როგორც მაქსიმალურათ დაბალი ინპუტ ლაგი პროფესიონალურ დონეზე ვინც თამაშობს, მეორე უფრო საჭიროა, მაგრამ საშვალო GTG 10ms-მდე უკვე ნორმალურია პრინციპში, არც 12-13 შეამჩნევ უმრავლესობა თამაშებში რამეს, ჩემ ძველ იპს-ზე ეგ მაჩვენებელი მაქსიმუმ 8-9მს, ანუ კარგი, ინპუტ ლაგიც 5მს ანუ მარტო 60გერცი თუ უჩმახებს ჩემს და ცუდი ცვეტოპერედაჩა ფსევდო 8 ბიტიან იპს-ზე, HDR თუ გინდა და უკეთესი ჩვენება ახალი მოდელი უნდა აიღო უკვე 2K 144 გერცზე და HDR საპორტით, ვიბორი საკმარისზე ბევრია ამ ეტაპზე, 600$ თემაა დაახლოებით საშვალო დონის მოდელს თუ აიღებ სამსუნგზე ფსევდო 10 ბიტიანი SVA მატრიცით მილიარდი ფერის და ვაიდ გამუტის საპორტით 144-165 გერციან ფრისინკზე, არის დელებიც,გიგაბიტებიც  LG, და aoc და კიდე რაომდენიმე ბრენდის, ასუსებია მაინც ყველაზე ძვირიანები როგ სერია,მე ეგეთს არც გავეკარებოდი, როგორც alienware და მგონი რეიზერმაც კი გამოუშვა რაღაცა

 

 

 

comparison_3.png

ანუ რა გამოდის, მინიმალური GTG მართლა კარგი აქვს უმრავლესობაზე, როგორც საშვალო, მაგრამ მაქსიმალური VA მატრიცაზე ძალზე მაღალია რაც იწვევს ფრისინკზე ინვერს გოსტინგს, ლანდივით რომ დაყვება სწრაფი მოძრაობების დროს იგრებში, მაგის დაფიქსვა შეიძლება ფპს-ი გაზრდით თამაშებში 80ფპს მინიმუმ, სასურველია 100 მაინც, ან ფრისინკის გამორთვა და მატრიცის რაზგონის აწევა, ეგეც ფიქსავს მაგ პრობლემას 80ფპს-ზე და ქვემოთ და აღარაფერი ეტყობა უკვე იგივე სამსუნგებზე, რამე ძალზე მაგარ ჩვენებას ნუ ელოდებით ფსევდო 10 ბიტიან VA მატრიციდან, მაგრამ ბანძურს მაგას ვერ დაარქმევ უკვე, HDR ნორმალურათ უბერავს, იპს ჯობია ჩვენებით სდრ რეჟიმში სერი ფერი და დაბალი კონტრასტი რომ გამოვრიცხოთ და გლოუვინგის პრობლემა, მაგრამ 1მს VA მართლა სასაცილოთ ჟღერს თუ რეალურათ 50ფპს აცილებს ზოგან მაქსიმუმზე, ძალიან დიდი რასბროსია, რეიტინგი ოვერშუტის მაჩვენებელია მატრიცის რაზგონის, მანდ ჩანს რომ სამსუნგზებზე VA კარგი სიტუაციაა როგორც აოკის აგონზე, სხვაგან შედარებით უფრო ცუდი, ზოგან კი დიდი ვერაფერი, რისთვისაა ეგ ცუდი, ნუ პიქსელაცია, არტიფაქტები, ბლური, ციმციმი იგრებში მაგი იწვევს ხოლმე ხშირათ თუ მატრიცის რაზგონი არასწორათ აქვს ან ძალზე აგრესიულათ გაკეთებული, ხო მაგ საიტის ნდობა შეიძლება ნამდვილათ, კარგ მიმოხილვებს აკეთებენ და არ ცრუობენ ხოლმე, ბრიტანული საიტია სადაც მარტო მონიტორების განხილვები იდება და სხვადასხვა ტიპის სტატიები კალიბრაციასთან და არა მარტო დაკავშირებული, საკმაოთ დიდი ლამის 20 წლიანი ოპიტი აქვთ მაგ საიტზე მონიტორების დატესტვის

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.