Jump to content

Facebook-მა დაადასტურა Messenger-ისთვის განკუთვნილი ბიომეტრიული ბლოკირების ფუნქციის დამატება


Recommended Posts

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ Facebook მუშაობს Messenger-ისთვის განკუთვნილ ახალ ფუნქციაზე. საუბარი ეხება Face ID-ისა ( Android-ზე არსებულ ანალოგებს) და აპლიკაციის განბლოკვის შესაძლებლობას იმ შემხვევაში, როდესაც სისტემა მომხმარებელს ამოიცნობს. 

image.jpeg 

სპეციალისტმა და ინსაიდერმა Jane Wong-მა განაცხადა, რომ ეს ფუნქცია შესაძლოა ”default”-ად  იყოს ჩართული ბიომეტრიული იდენტიფიკაციისთვის. ამასთან, მისი თქმით, სისტემა ყოველ ჯერზე არ გაგზავნის ფოტოს კომპანიის სერვერებზე -  ამოცნობა განხორციელდება ლოკალურად.  

Facebook-ის ტექნიკურმა მენეჯერმა Alexandru Voica-მა დააზუსტა, რომ Facebook არ გამოიყენებს ინტეგრირებულ ბიომეტრიას უსაფრთხოების დონის ამაღლებისთვის. ამის ნაცვლად ტექნოლოგია გამოიყენებს ამოცნობის მექანიზმებს თავად Android-ში. ნებისმიერ შემთხვევაში, ბიომეტრიული სისტემის გამოყენების ფაქტი შეგვიძლია დადასტურებულად ჩავთვალოთ. 

ასეთი ტექნოლოგია გარეშე პირებს ხელ შეუშლის, რომ თვალყური ადევნონ მომხმარებლის შეტყობინებებს. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სისტემა შესაძლოა პრობლემის გამომწვევი მიზეზი გახდეს ისეთ შემთხვევაში, თუკი Messenger-ს მცირეწლოვანი დაბლოკავს. 

ამ დროისთვის ხსენებული ფუნქცია ექსპერიმენტალურია, ამიტომ უცნობია როდის ვიხილავთ რელიზს და როდის გამოჩნდება მობილურ პლატფორმებზე. ცნობილი გახლავთ ის, რომ ახალი ფუნქციის მეშვეობით Messenger ავტომატურად დაიბლოკება აპლიკაციიდან გამოსვლის შემდეგ მომენტალურად, 15 წუთის ან ერთი საათის შემდეგ. არ არის გამორიცხული, რომ სამომავლოდ გაჩნდეს უფრო მეტი ვარიანტი და „ტაიმ-აუტის“ მოქნილი რეგულირების შესაძლებლობა. 

image.png 

Link to comment
Share on other sites

ეგ დამემართა ზუსტად და არვიცი რა ვუშველოოო

Screenshot_20200131-003905_Facebook.jpg

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.