Jump to content

ახალი დრეკადი სმარტფონი Samsung Galaxy Z Fold S Pen სტილუსით - წარმოგიდგენთ რენდერებს


Recommended Posts

რესურს LetsGoDigital-მა გამოაქვეყნა ახალი დრეკადი სმარტფონი Galaxy Z Fold-ის რენდერები. მოწყობილობას ახლო მომავალში გამოუშვებს სამხრეთკორეული კომპანია Samsung. 

image.jpeg 

როგორც მოსალოდნელია, მოწყობილობას ექნება დიდი ზომის დისპლეი, რომელიც გადაიკეცება კორპუსის შუაში. ამგვარი გადაწყვეტილეა დრეკად ეკრანს დაიცავს დაზიანებისგან ყოველდღიური ექსპლუატაციის პირობებში. 

image.jpeg 

ცნობილია, რომ დისპლეიზე მუშაობას მომხმარებლები შეძლებენ არა მხოლოდ თითის მეშვეობით, არამედ S Pen სტილუსითაც. მისი კორპუსშივე შენახვისთვის, როგორც ჩანს, გათვალისწინებულია სპეციალური სათავსო განყოფილება. 

image.jpeg 

რენდერების თანახმად სმარტფონზე მოცემულია ორი ფრონტალური კამერა განათებით, კამერის მოდულები განთავსებულია ეკრანზე არსებულ ჭრილში. კორპუსის უკანა მხარეს ჩანს სამი კამერა: ოპტიკური მოდულები განლაგებულია ვერტიკალურად. 

კორპუსის გარე მხარეს წარმოდგენილი იქნება დამატებითი ეკრანი: იგი მოხმარებელს საშუალებას მისცემს გამოიყენოს მოწყობილობა მისი გახსნის გარეშე. 

image.jpeg 

სხვა მახასიაებლებიდან შესაძლებელია აღინიშნოს სიმეტრიული USB Type-C პორტი და მართვის გვერდითი ფიზიკური ღილაკები. 

ჯერჯერობით ცნობილი არ გახლავთ, თუ როდის გამოვა სმარტფონი Galaxy Z Fold სამომხმარებლო ბაზარზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.