Magdalena Posted January 25, 2020 Share Posted January 25, 2020 კომპანია ASUS-მა წარადგინა ვიდეო ბარათ Radeon RX 5600 XT-ის კიდევ ერთი ვერსია, სახელად ROG Strix Radeon RX 5600 XT Top. ძველად გამოშვებული ROG Strix OC მოდელისგან ახალი ბარათი გამოირჩევა უფრო სწრაფი მეხსიერებით, რის შედეგადაც იგი გვევლინება მოწინავე Radeon RX 5600 XT მოდელად ASUS-ის ასორტიმენტში. როგორც ცნობილია, AMD-მ Radeon RX 5600 XT ვიდეო ბარათების გამოსვლის წინ გამოუშვა მათთვის განკუთვნილი vBIOS-ის ახალი ვერსია, რომელიც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს GPU-ისა და მეხსიერების სიხშირეები. თუმცა იმის ნაცვლად, რომ წარდგენილი მოდელები განეახლებინა, ASUS-მა გაზარდა მხოლოდ GPU-ის სიხშირეები და დამატებით გამოუშვა ცალკეული მოდელი ROG Strix Radeon RX 5600 XT Top გაცილებით სწრაფი მეხსიერებით. ASUS Radeon RX 5600 XT ROG STRIX TOP ROG STRIX OC TUF X3 გეიმინგ / OC რეჟიმი გეიმინგ / OC რეჟიმი გეიმინგ / OC რეჟიმი გეიმინგ სიხშირე 1660 / 1670 მჰც 1660 / 1670 მჰც 1660 / 1670 მჰც Boost-სიხშირე 1750 / 1770 მჰც 1750 / 1770 მჰც 1750 / 1770 მჰც მეხსიერების სიხშირე 14 გჰც 12 გჰც 12 გჰც ჯამში ROG Strix Radeon RX 5600 XT Top-ს აქვს GDDR6 სტანდარტის 6 გბ მეხსიერება ეფექტური 14 გჰც სიხშირით, ROG Strix Radeon RX 5600 XT OC და TUF Gaming X3 Radeon RX 5600 XT EVO ბარათებს კი - 12 გჰც. საინტერესო გახლავთ ის, რომ vBIOS-ის განახლების შედეგად ყველა მოდელის GPU-ის სიხშირე იდენტური გახდა. საშუალო სიხშირე თამაშებში 1660 მეგაჰერცს შეადგენს, OC-რეჟიმში კი - 1670 მჰც-ია, მაქსიმალური Boost-სიხშირე კი შესაბამისად აღწევს 1750 ან 1770 მჰც-ს. მომხმარებლებს ხელს არაფერი უშლით დააყენონ vBIOS ვიდეო ბარათ ROG Strix Radeon RX 5600 XT OC-ზე და ამით გათავისუფლდნენ ვიდეომეხსიერების მექანიკური აჩქარების საჭიროებისგან. ამასთან, ამ ვიდეო ბარათებს vBIOS-ის ორი მიკროსქემა აქვთ, რაც რისკებს ამცირებს. თუმცა მსგავსი მოქმედება რეკომენდებულია მხოლოდ რეალურად გამოცდილი მომხმარებლებისთვის. https://3dnews.ru/1002124 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.