Jump to content

ASUS-მა წარადგინა ROG Strix Radeon RX 5600 XT Top უფრო სწრაფი მეხსიერებით


Recommended Posts

კომპანია ASUS-მა წარადგინა ვიდეო ბარათ Radeon RX 5600 XT-ის კიდევ ერთი ვერსია, სახელად ROG Strix Radeon RX 5600 XT Top. ძველად გამოშვებული ROG Strix OC მოდელისგან ახალი ბარათი გამოირჩევა უფრო სწრაფი მეხსიერებით, რის შედეგადაც იგი გვევლინება მოწინავე Radeon RX 5600 XT მოდელად ASUS-ის ასორტიმენტში. 

image.jpeg 

როგორც ცნობილია, AMD- Radeon RX 5600 XT ვიდეო ბარათების გამოსვლის წინ გამოუშვა მათთვის განკუთვნილი vBIOS-ის ახალი ვერსია, რომელიც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს GPU-ისა და მეხსიერების სიხშირეები. თუმცა იმის ნაცვლად, რომ წარდგენილი მოდელები განეახლებინა, ASUS-მა გაზარდა მხოლოდ GPU-ის სიხშირეები და დამატებით გამოუშვა ცალკეული მოდელი ROG Strix Radeon RX 5600 XT Top გაცილებით სწრაფი მეხსიერებით. 

ASUS Radeon RX 5600 XT 

 

ROG STRIX TOP 

ROG STRIX OC 

TUF X3 

 

გეიმინგ / OC რეჟიმი 

გეიმინგ / OC რეჟიმი 

გეიმინგ / OC რეჟიმი 

გეიმინგ სიხშირე 

1660 / 1670 მჰც 

1660 / 1670 მჰც 

1660 / 1670 მჰც 

Boost-სიხშირე 

1750 / 1770 მჰც 

1750 / 1770 მჰც 

1750 / 1770 მჰც 

მეხსიერების სიხშირე 

14 გჰც 

12 გჰც 

12 გჰც 

 

ჯამში ROG Strix Radeon RX 5600 XT Top-ს აქვს GDDR6 სტანდარტის 6 გბ მეხსიერება ეფექტური 14 გჰც სიხშირით, ROG Strix Radeon RX 5600 XT OC და TUF Gaming X3 Radeon RX 5600 XT EVO ბარათებს კი - 12 გჰც. საინტერესო გახლავთ ის, რომ vBIOS-ის განახლების შედეგად ყველა მოდელის GPU-ის სიხშირე იდენტური გახდა. საშუალო სიხშირე თამაშებში 1660 მეგაჰერცს შეადგენს, OC-რეჟიმში კი - 1670 მჰც-ია, მაქსიმალური Boost-სიხშირე კი შესაბამისად წევს 1750 ან 1770 მჰც-ს. 

image.jpeg 

მომხმარებლებს ხელს არაფერი უშლით დააყენონ vBIOS ვიდეო ბარათ ROG Strix Radeon RX 5600 XT OC-ზე და ამით გათავისუფლდნენ ვიდეომეხსირების მექანიკური აჩქარების საჭიროებისგან. ამასთან, ამ ვიდეო ბარათებს vBIOS-ის ორი მიკროსქემა აქვთ, რაც რისკებს ამცირებს. თუმცა მსგავსი მოქმედება რეკომენდებულია მხოლოდ რეალურად გამოცდილი მომხმარებლებისთვის. 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.