Jump to content

Apple iPhone SE 2 / iPhone 9-ის წარმოებას თებერვალში დაიწყებს


Magdalena

Recommended Posts

კომპაქტური და დაბალბიუჯეტური მომავალი iPhone-ის შესახებ ახალი ცნობები ვრცელდება. პოპულარული iPhone SE მოდელის შთამომავალს საზოგადოება უკვე დიდი ხანია ელოდება, ბოლო პერიოდში კი მის შესახებ მოარული ხმები გააქტიურდა. ახალი ინფორმაციის თანახმად Apple თებერვალში დაიწყებს ახალი მოწყობილობების წარმოებას, რომელთაც შესაძლოა სახელად ეწოდოს iPhone 9. 

საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი კომპანიასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ iPhone 9-ის წარმოებით დაკავდებიან Foxconn, Pegatron და Wistron. ოფიციალური ანონსი მოსალოდნელია მარტისთვის. 

image.jpeg 

მოწყობილობას უწოდებენ iPhone 9-ს, რადგანაც ასეთი სმარტფონი Apple-ს ჯერ არ გამოუშვია. iPhone 8-ის შემდეგ კომპანიამ გამოტოვა ციფრი 9 და გამოუშვა iPhone X. 

უამრავჯერ ითქვა, რომ iPhone 9 გარეგნული დიზაინით iPhone 8-ის მსგავსი იქნება: ზედა და ქვედა ნაწილში ექნება საკმაოდ ფართო ჩარჩოები, წარმოდგენილი იქნება 4.7-დუიმიანი LCD ეკრანითა და ერთი უკანა კამერით, რაც თანამედროვე საზომებით უკიდურესად ცოტაა. სამაგიეროდ, სმარტფონს ექნება ამ დროისთვის არსებული მოწინავე პროცესორი Apple A13, ამიტომაც მოწყობილობა მეტად მაღალი წარმადობის იქნება თანამედროვე სმარტფონებს შორის.  

სმარტფონში ხელმისაწვდომი იქნება თითის ანაბეჭდის სკანერი Touch ID იმ დროს, როცა iPhone-ის სხვა მოდელებში გამოიყენება სახის ამომცნობი Face ID. 

iPhone 9-ის მინიმალური ფასი სავარაუდოდ იქნება 399 აშშ დოლარი. შედარებისთვის - iPhone 8 (64 გბ) 499 აშშ დოლარი ღირს. ეს უკანასკნელი iPhone 9-ის გამოსვლის შემდეგ შესაძლოა წარმოებიდან მოიხსნას. 

ასევე ვრცელდება ნფორმაცია უფროსი მოდელი iPhone SE 2/iPhone 9-ის გამოსვლის შესახებ. მის გამოშვებას სტანდარტული ვარიანტის გამოსვლიდან რამდენიმე თვეში ელიან.  შესაძლოა მისი წარდგენა მოხდეს სექტემბერში iPhone 12-ის ხაზის ანონსთან ერთად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.