Jump to content

MSI-მ მხოლოდ Radeon RX 5600 XT Gaming X აღჭურვა ახალი vBIOS-ის გაზრდილი სიხშირეებით


Recommended Posts

კომპანია AMD- Radeon RX 5600 XT ვიდეო ბარათების გაყიდვების დაწყების წინ გამოუშვა vBIOS-ის ახალი ვერსია, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა GPU-ის ტაქტის სიხშირეები. თუმცა ყველა კომპანიამ ვერ შეძლო თავიანთი უკვე არსებული პროდუქტების განახლება. მათ შორისაა MSI-ც, რომელიც ამჟამად მოხმარებლებს სთავაზობს ახალ firmware-ს MSI Dragon Center-იდან. 

image.jpeg 

ამჟამად MSI-ს ასორტიმენტში Radeon RX 5600 XT ბარათის ოთხი მოდელია. ორი მათგანი შევიდა უმცროს სერია Mech-ში, დანარჩენი ორი კი - უფროს Gaming-სერიაში. vBIOS-ის ახალი ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ Radeon RX 5600 XT Gaming X ვიდეო ბარათში. თავდაპირველად  მისთვის გამოცხადებული სიხშირეები ამგვარად გამოიყურებოდა: საბაზისო: 1235 მჰც, საშუალო გეიმინგ-სიხშირე - 1460 მჰც და მაქსიმალური Boost-სიხშირე - 1620 მჰც. განახლების შემდეგ მექანიკური აჩქარების გარეშე GPU-ის სიხშირეები ასეთი იქნება: საბაზისო სიხშირე - 1420 მჰც, საშუალო სიხშირე თამაშებში - 1615 მჰც, მაქსიმალური Boost-სიხშირე კი იქნება 1750 მჰც. ვიდეომეხსიერების ეფექტური სიხშირე - 12 გჰც - უცვლელი დარჩება.   

Radeon RX 5600 XT 

 

Gaming Z 

Gaming X 

Gaming 

Mech OC 

Mech 

საბაზისო სიხშირე 

 

_ 

იყო - 1235 მჰც  

გახდა - 1420 მჰც 

 

1185 მჰც 

 

1235 მჰც 

 

1130 მჰც 

გეიმინგ-სიხშირე 

 

1615 მჰც 

იყო - 1460 მჰც  

გახდა - 1615 მჰც 

 

1420 მჰც 

 

1460 მჰც 

 

1375 მჰც 

Boost-სიხშირე 

 

1750 მჰც 

იყო - 1620 მჰც / გახდა - 1750 მჰც 

1600 მჰც 

1620 მჰც 

1560 მჰც 

მეხსიერების სიხშირე 

14 გჰც 

12 გჰც 

12 გჰც 

12 გჰც 

12 გჰც 

 

 

 

 

 

 

 

MSI-ის დანარჩენ Radeon RX 5600 XT ვიდეო ბარათებს vBIOS-ის განახლება ჯერჯერობით არ აქვთ და გვთავაზობენ იმავე სიხშირეებს, რომლებიც თავიდანვე იყო გამოცხადებული. ამ დროისთვის უცნობია, გეგმავს MSI მათთვის განახლების გამოშვებას თუ მომხმარებლებს მათი მექანიკურად აჩქარება მოუწევთ. 

image.jpeg 

ცნობილია, რომ კომპანია MSI-მ შესაძლოა გამოუშვას ვიდეო ბარათი Radeon RX 5600 XT Gaming Z, რომელიც Gaming X მოდელებისგან განსხვავებული იქნება 14 გიგაჰერციანი მეხსიერებით. GPU-ის სიხშირე კი დიდი ალბათობით Radeon RX 5600 XT Gaming X-ის მსგავსი ექნება. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.