Magdalena Posted January 23, 2020 Share Posted January 23, 2020 კანადის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, ევროკავშირის, შვედეთისა და შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკებმა Bank for International Settlements (BIS) -თან შექმნეს ჯგუფი, რომლის მიზანია ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის შესწავლა (Central Bank Digital Currency - CBDC). ფინანსური დაწესებულებები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას თავიანთ იურისდიქციებში CBDC-ის გამოყენების შესაძლო ვარიანტების შესახებ. გუნდის წევრები შეაფასებენ ცენტრალური ბანკის ეკონომიკურ, ფუნქციონალურ და ტექნიკურ დიზაინს, მის საზღვრებსგარე თავსებადობას, აგრეთვე ერთმანეთში გაცვლიან მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების შესახებ არსებულ ცოდნას. „გუნდი მჭიდრო კოორდინაციას გაუწევს შესაბამის ინსტიტუტებსა და ფორუმებს. კერძოდ, ფინანსური სტაბილურობის საბჭოსა და საგადახდო-საბაზრო ინფრასტრუქტურების კომიტეტს (CPMI)“ - აღნიშნულია პრეს-რელიზში. კვლევით ჯგუფს თავმჯდომარეობას გაუწევენ BIS-ის ინოვაციური ჰაბის ხელმძღვანელი ბენუა კიური და ინგლისის ბანკის მმართველის მოადგილე ჯონ კენლიფი. ეს უკანასკნელი ამჟამად CPMI-ს G-10 ჯგუფს ხელმძღვანელობს. ამ დრომდე ინგლისის ბანკი იაპონიის ბანკის მსგავსად უარყოფდა CBDC-ის გამოშვებასთან დაკავშირებულ გეგმებს. https://forklog.com/gruppa-vedushhih-mirovyh-tsentrobankov-izuchit-perspektivy-vypuska-tsifrovoj-valyuty/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.