Magdalena Posted January 22, 2020 Share Posted January 22, 2020 ბრიტანულმა კომპანია Proof of Trust-მა განაცხადა, რომ გეგმაში აქვს ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE) გასვლა. კომპანიას საკუთარი ტექნოლოგია გააჩნია და მას უწოდებს პირველ პროტოკოლს სმარტ-კონტრაქტებისა და ტრანზაქციების დაზღვევისთვის, რომლებიც ბლოკჩეინზე ხორციელდება. LSE-ზე გასვლის ზუსტი ვადებისა და ფინანსური ინფორმაციის დეტალების შესახებ კომპანიას ჯერჯერობით არაფერი გაუმხელია, თუმცა აღმასრულებელმა დირექტორმა დინ არმსტრონგმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის დღეს, როდესაც ტრადიციული ინვესტორები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ ამ ინოვაციურ პროექტში. Proof of Trust-ის პროტოკოლის მთავარი ელემენტია ალგორითმი, რომელიც ხელს უშლის შეთქმულების შესაძლებლობას. „Proof of Trust გთავაზობთ ინოვაციურ ალგორითმს, რომელიც მიმართულია შეთქმულების აღმოფხვრისკენ და უზრუნველყოფს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის მეტად ეფექტურ გამოყენებას. ეს ხორციელდება იმ მონაცემთა ავთენტურობის გარანტიის ხარჯზე, რომლებიც გამოიყენება სმარტ-კონტრაქტების აღსრულებისას“ - აცხადებს კომპანია. Proof of Trust-ის წარმომადგენელთა თქმით კომპანია ფლობს საერთაშორისო პატენტებს პროტოკოლზე, ტექნოლოგიით კი უკვე დაინტერესდნენ საერთაშორისო მსხვილი კორპორაციები და სახელმწიფო ორგანოები. აგრეთვე ცნობილია, რომ პროტოკოლი უკვე წარუდგინეს „რამდენიმე პრემიერ-მინისტრს“. https://forklog.com/ispolzuyushhaya-smart-kontrakty-dlya-upravleniya-arbitrazhem-kompaniya-proof-of-trust-vyjdet-na-londonskuyu-fondovuyu-birzhu/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.