Jump to content

ASUS ROG Bezel-Free Kit-ის მეშვეობით რამდენიმე მონიტორის გაერთიანებაა შესაძლებელი


Recommended Posts

კომპანია ASUS-მა წარადგინა საკმაოდ საინტერესო და უჩვეულო აქსესუარი პერსონალური კომპიუტერებისთვის  სახელად ROG Bezel-Free Kit ABF01. იგი განკუთვნილია მიზნისთვის - დაფაროს რამდენიმე მონიტორის ჩარჩოები მათი ერთდროულად გამოყენების დროს. 

image.jpeg 

აქსესუარი გრძელი მართკუთხა ფორმისაა, დამზადებულია სპეციალური „ოპტიკური მიკროსტრუქტურებისგან“, რომლებიც სინათლეს იმგვარად გარდატეხენ, რომ გვერდიგვერდ მდგარი მონიტორების ჩარჩოები უხილავი ხდება. ედეგად ROG Bezel-Free Kit ABF01-ის მოხმარებისას მომხმარბელი მიიღებს სისტემას, რომელშიც რამდენიმე მონიტორი გამოიყურება ისე, როგორც ერთი დიდი პანელი. 

image.jpeg 

ROG Bezel-Free Kit ABF01 მოწყობილობის ნაკრები განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, რომელთა სისტემა აღჭურვილია რამდენიმე 27-დუიმიანი მონიტორით, რომელთაც საკმაოდ წვრილი ჩარჩოები აქვთ, ან მიეკუთვნებიან „უჩარჩოო“ დიზაინის მქონე მონიტორების კატეგორიას. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მომხმარებელს მოუწევს იდეალურად მიაწყოს მონიტორები ერთმანეთზე, რათა ისინი მჭიდროდ დამაგრდეს გვერდებით. 

აქსესუარი გვევლინება, როგორც გადაწყვეტილება კომპიუტერული თამაშების, კერძოდ შუთერებისა და სიმულატორების მოყვარულთათვის. იმ შემთხვევაში კი, თუკი კომპიუტერს უმეტესად საოფისე პროგრამებთან სამუშაოდ ან ვებ-გვერდების სანახავად იყენებთ, აქსესუარი შესაძოა არ გამოგადგეთ, რადგანაც ROG Bezel-Free Kit ABF01 ნაწილობრივ მაინც ამახინჯებს გამოსახულებას. 

მ დროისთვის კომპანია ASUS-ს არ განუცხადებია როდის გახდება ROG Bezel-Free Kit ABF01 ხელმისაწვდომი და რა ეღირება. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.